სამეწარმეო რეესტრი სხვა ქვეყნებთან დაკავშირებული კომპანიების რაიმე პარამეტრით დახარისხების საშუალებას არ გაძლევთ, ამიტომ გამოიყენეთ ამ მონაცემების გადამუშავებული ვერსია.
მაგალითად, თუ გინდათ, მოძებნოთ კომპანიები, რომელთა მფლობელებიც არიან ან აგვიპტის მოქალაქეები, ან ეგვიპტეში დარეგისტრირებული კომპანიები, ამ მონაცემთა ბაზის მარჯვენა პანელში, რომელიც კომპანიებთან დაკავშირებულ პიროვნებებს ეძებს: Search partners, directors, etc
ფილტრის ქვედა საძიებო ველში, რომელსაც ჰქვია: Nationality
ჩაწერეთ: ეგვიპტე, ან ინგლისურად Egypt (ლათინურად რომ აიკრიფოს გამორთეთ ქართული კლავიატურის მონიშვნა)
დაჭირეთ Search ღილაკს.
*გაითვალისწინეთ, რომ ეს მონაცემთა ბაზა განახლებადი არ არის და მასში უახლეს ცვლილებებს ვერ ნახავთ.
შედეგად მიიღებთ ეგვიპტის მოქალაქეების სიას:
თითოეულ მათგანზე დაჭერით გადახვალთ იმ კომპანიების სიაში, რომელთანაც ამ პიროვნებას სამეწარმეო რეესტრი-ს მიხედვით რაიმე აკავშირებს.
კარგად შეისწავლეთ მიღებული შედეგი.
დაფიქრდით, რა ინფორმაციას გაძლევთ?
აქ ნახავთ ამ ადამიანის პირად ნომერს.
მარცხენა მხარეს, კომპანიის სახელს თუ დააწკაპუნებთ:
გაიხსნება იმ ადამიანების სია, ვინც ამ კომპანიასთან სამეწარმეო რეესტრი-ს ბაზაში რამენაირად არის დაკავშირებული.
თუ მარჯვენა მხარეს, კომპანიის სახელის გასწვრივ გახსნით Documentation ბმულს, გაიხსნება სამეწარმეო რეესტრი-ს ამონაწერი. ამ ამონაწერიდან ამოიწერეთ კომპანიისა და პიროვნების საიდენტიფიკაციო ნომრები და სამეწარმეო რეესტრი-ს გვერდზე განახლებული ინფორმაცია მოიძიეთ.