აქტივობები

შაბათს, 5 მაისს (2012) წყნეთში ბოულინგ–ცენტრ „კოპალაში“ჟურნალისტებს შორის ტურნირი გაიმართა. შეჯიბრს ორგანიზება „საქართველოს საზოგადაებრივ საქმეთა ინსტიტუტმა“ გაუწია. შეჯიბრის დაწყებამდე ორგანიზატორებმა მონაწილეებს ჯოშუა ფრიდმანის სახელობის კონკურსის დეტალები გააცნეს.  კონკურსის მიდინარეობისას  , ერთი წლის განმავლობაში შექმნილი, საუკეთესო ჟურნალისტური ნაშრომი გამოვლინდება, რომლის ავტორიც 1500 ევროთი დაჯილდოვდება. საკონკურსო ჟურნალისტური ნაშრომების შეტანის ბოლო ვადაა 25 მაისი. ტურნირში ათზე მეტი მედიაორგანიზაცის 25–მდე მოყვარულმა მოთამაშემ მიიღო მონაწილეობა. რამდენიმე ეტაპის შემდეგ გამარჯვებული გამოვლინდა, რომელსაც „ჯიპას“ მიერ დაწესებული სპეციალური პრიზი გადაეცა.

იხილეთ ტურნირის ფოტოალბომი