ჯოშუა ფრიდმანის და GIPA-ს პრიზი საუკეთესო ჟურნალისტური ნაშრომისათვის

საკუნკურსო მასალების მიღება დასრულებულია

საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტი (GIPA) და ევროპული ჟურნალისტიკის ცენტრი (EJC) ახადებს კონკურსს  ჯოშუა ფრიდმანისა და ჯიპას სახელობის ჯილდოს მოსაპოვებლად ჟურნალისტიკაში.

პრიზი —  1500 ევრო! გადაეცემა მხოლოდ ერთ გამარჯვებულს.

საკონკურსო ნამუშევრების წარმოდგენის ბოლო ვადაა 25 მაისი, საღამოს 6 საათი.

წარმოდგენილი საკონკურსო განაცხადების
სანახავად მიჰყევით ამ ბმულს


კონკურსის პირობები

სააპილიკაციო ნაშრომი გამოქვეყნებული უნდა იყოს 2011 წლის 20 მაისიდან 2012 წლის 20 მაისამდე. შემოსულ მასალებს განიხილავს ჟიური, რომელშიც წარმოდგენილნი იქნებიან, როგორც მედია საშუალებების  ისე  აკადემიური სფეროს წარმომადგენლები. ჯილდოს გამარჯვებულს საზეიმოდ გადასცემს ჯოშუა ფრიდმანი, კოლუმბიის უნივერსიტეტის პროფესორი და პულიცერის პრემიის ლაურეატი.

საკონკურსო ნამუშევრების წარმოდგენის ბოლო ვადაა 25 მაისი;

შეფასებისას გათვალისწინებული იქნება: სამართლიანობის, დაბალანსების, წყაროთა სიმრავლისა და ნეიტრალური ენის გამოყენების პრინციპები. პროექტის თემა    ქვეყნისათვის მნიშვნელოვან საკითხზე უნდა იყოს, რაც ეხება და აღელვებს საზოგადოებას და მის  სხვადასხვა ჯგუფებს. ნაშრომში  ასახული  უნდა იყოს თუ რა გავლენა იქონია ამ კონკრეტულმა საკითხმა ხალხზე, ნაშრომი უნდა საუბრობდეს პრობლემასა და უსამართლობაზე პირდაპირი და გასაგები ენით, ამასთანავე,  განვითარებული მოვლენები ისე უნდა იყოს წარმოდგენილი, რომ მიიზიდოს მკითხველი, მსმენელი და  მაყურებელი; ნაშრომში დემონსტრირებული უნდა იყოს ავტორის კვლევის, ანალიზის და  ინტერვიუს აღების უნარები, ნაშრომი მრავალ წყაროს  უნდა ეყრდნობოდეს,  პროექტში წარმოდგენლი უნდა იყვნენ როგორც  ის პირები, რომლებსაც შეეხოთ პრობლემა, ასევე ისინიც, ვინც პასუხისმგებლები არიან მათ გადაწყვეტაზე.

პროექტი ხორციელდება  საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის, ევროპული ჟურნალისტიკის ცენტრისა და ჰოლანდიის საგარეო საქმეთა სამინისტროს მხარდაჭერით. გთხოვთ, საბუთები და საკონკურსო მასალა წარმოადგინოთ GIPA-ს ჟურნალისტიკისა და მედია მენეჯმენტის კავკასიურ სკოლაში. იხილეთ  განაცხადის ფორმა.

მისამართი: მარი ბროსეს #2, მესამე სართული. თბილისი, საქართველო

პროგრამაში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ მხოლოდ საქართველოში მომუშავე ჟურნალისტებს

საკონტაქტო პირები:

თიკო ცომაია

599 502446   tsomaiat@gmail.com

ნათია მეტრეველი

599 911577   nmetreveli@gipa.ge

ჩამოტვირთეთ განაცხადის ფორმა