ჰომიციდის გაშუქება

Written by Lasha on January 10, 2015 in ბროშურები - კომენტარები გამორთულია

 

სახელმძღვანელო ჟურნალისტებისთვის

კავკასიის  ჟურნალისტიკისა   და  მედია  მენეჯმენტის  სკოლა

www.gipa.ge

საქართველოს ფსიქოტრავმის საზოგადოება

 


 

თარგმანი: ნინო ჯაფიაშვილი, თიკო ცომაია

 

სუიციდის გაშუქება

ჰომიციდის გაშუქებისას ჟურნალისტის უნდა იყოს ფრთხილი, მგრძნობიარე და ტაქტიანი.

ჰომიციდის გაშუქება ჟურნალისტური კარიერის ნებისმიერ ეტაპზე რთულია. ჰომიციდი ადამიანის მიერ ადამიანის მკვლელობის აქტია. მასთან საქმე გვაქვს მაგალითად, მასობრივი სროლის, ინტიმური პარტნიორის ძალადობის, ან თუნდაც სექსუალურ ნიადაგზე მომხდარი მკვლელობის დროს.       ამ დროს მსხვერპლის ოჯახის წევრების, მეგობრების, კოლეგების ემოციური მდგომარეობა არამდგრადია, ამიტომ ინფორმაციის მოპოვების პროცესი ჟურნალისტისგან პროფესიონალიზმსა და თანაგანცდას (ემპათიას) მოითხოვს. ამასთან ერთად, ჰომიციდის გაშუქებისას შემთხვევის საფუძვლიანი შესწავლის გარდა, მნიშვნელოვანია იურიდიული დეტალებისა და კრიმინალური საკითხების ცოდნაც.

სახელმძღვანელო ჟურნალისტებისთვის


 

სუიციდის გაშუქება

იქნება ეს კოლეჯის გაზეთი, თუ ნებისმიერი სხვა მედია საშუალება, რედაქციას ექსპერთებთან ერთად შემუშავებული უნდა ჰქონდეს საგანგებო სიტუაციის მართვის და მასზე რეაგირების პროტოკოლი, გსანსაკუთრებით მაშინ, როდესაც ჰომიციდი უნივერსიტეტის (კამპუსის) ტერიტორიაზე ხდება.      პროტოკოლში აღნიშნული უნდა იყოს, თუ როგორ ხდება ინფომარციის მოპოვება, რისი გაშუქებაა მიზანშეწონილი და რას გულისხმობს კოპირებისა (შეგუების) და თავდაცვის მექანიზმები.

ინფორმაციის შეგროვებისა და გაშუქების საფეხური

გახსოვდეს, რომ ტრაგედია ადამიანს შეეხება! იცოდე, რომ ჰომიციდი არ არის მორიგი კრიმინალური შემთხვევა და უბრალოდ სტატისტიკის ნაწილი. ეს არის ისტორია ადამიანისა, რომელსაც ჰყავდა მეგობრები, ვინც თავად იყო დედა, შვილი, თანამშრომელი. მნიშვნელოვანია, რომ ამბავი გაშუქდეს ადამიანური პერსპექტივიდან.

გაარკვიე დეტალები შემთხვევის შესახებ. მოიძიე ინფორმაცია პოლიციიდან. რა კლასიფიკაცია მისცა გამოძიებამ დანაშაულს? გახსოვდეს, რომ პოლიციის ჩანაწერები ყოველთვის ზუსტი არ არის. დეზინფორმაცია შესაძლებელია და ეს ხშირად ხდება. ყოველთვის გადაამოწმე ინფორმაცია სხვა წყაროებთან, არ იჩქარო მასალის გამოქვეყნება, ყველაფერი კარგად აწონ-დაწონე, მაშინაც კი როდესაც ინფორმაცია სასწრაფოდაა გასავრცელებელი.

აუცილებლად უნდა ფლობდე სპეციფიკურ ტერმინოლოგიას.

ნებისმიერი დანაშაულის დროს ყოველთვის გექნებათ საქმე რამდენიმე საკვანძო ტერმინთან, რომლის ცოდნაც სავადებულოა. სხვადასხვა ქვეყანა შესაძლოა განსხვავებულ ტერმინებს იყენებდეს, სანამ მასალას გამოაქვეყნებ, დარწმუნდი, რომ გესმის მათი მნიშვნელობა და არსი.

წყაროების ძებნის პროცესში შეხვდი იურისტებს, ადამიანის უფლებათა დამცველებს, არასამთავრობო ორგანიზაციებს, რომლებიც შესაბამის საკითხებს ლობირებენ, ისინი ჰომიციდის შესახებ განსხვავებულ პერსპექტივასა და დეტალებს წარმოაჩენენ.

გაითვალისწინე ისტორია და კონტექსტი, იპოვე კავშირი ამ შემთხვევასა და სხვა მსგავს ფაქტებს შორის, კამპუსზე ან კამპუსის გარეთ, ზოგადად რეგიონში, ქვეყანაში. შემცირდა თუ გაიზარდა კრიმინალის სტატისტიკა? პრევენციის რა პროგრამები მუშაობს? დააკავშირე ზოგადი კონტექსტი ადგილობრივ სტატისტიკასთან.

წყაროებთან მუშაობისას სიფრთხილე გამოიჩინე- იყავი ღია, მშვიდი და ისაუბრე რბილად.

აუცილებლად წარადგინე შენი თავი-ვინ ხარ, რომელ ორგანიზაციას წარმოადგენ, სად გაავრცელებ ინფორმაციას, რატომ გინდა წყაროებთან საუბარი, როგორ გამოიყენება ამ ინფორმაციას და როდის გამოაქვეყნებ მასალას. თუ დარწმუნდები, რომ რესპონდენტები მზად არიან გახსნილად გესაუბრონ, შეუდექი მუშაობას, თუ არადა, დაუტოვე საკონტაქტო

სახელმძღვანელო ჟურნალისტებისთვის


 

სუიციდის გაშუქება

ინფორმაცია და უთხარი, რომ შეუძლიათ ნებისმიერ დროს დაგიკავშირდნენ. თუ წყაროს არ სურს ინტერვიუს მოცემა, ჯობს დრო მისცე. ყოველთვის შეიძლება სხვა წყაროს მოძებნაც.

მიეცი შენს წყაროებს საშუალება გარკვეულწილად აკონტროლონ სიტუაცია: ტრავმის შემდეგ ადამიანები კარგავენ კონტროლს გარემოზე და მათთვის მნიშვნელოვანია, რომ აღიდგონონ წონასწორობა. თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ მათ ამაში, თუკი მისცემთ თავისუფლებას აირჩიონ მაგალითად, ინტერვიუს ჩაწერის ადგილი, ფოტო, თავად გადაწყვიტონ როდის შეისვენონ.

ჰომიციდის ისტორია რთულია და კომპლექსური.

გახსოვდეთ, რომ მსხვერპლსა და გადარჩენილებს ხშირად რთული წარსული აქვთ. მომხდარში მათი დადანაშაულება არაფრით არ შეიძლება.

იცოდე ვინ არის შენი წყარო.

როცა თვითმხილველებზე მიდგება საქმე, ზუსტად გაარკვიე როდის და სად გაიცნეს ეჭვმითანილი ( ბავშვობაში, ახალგაზრდობაში თუ ზრდასრულობისას). წყაროს ეჭვმიტანილთან შესაძლოა ინტენსიური ურთიერთობა ქონოდა ან პირიქით, ეს ფაქტორი დიდ გავლენას ახდენს შენს მიერ მოპოვებულ ინფორმაციაზე.

ნუ გაავრცელებ ეჭვებს და სტერეოტიპებს ეჭვმიტანილის

შესახებ. ყველა თვითმხილველს გაესაუბრე, მაგრამ არასდროს წარმოაჩინო მათი მოსაზრებები, როგორც ფაქტი. მოერიდე ამ ინფორმაციის საფუძველზე დასკვნების გაკეთებას და გავრცელებას, რადგან თვითმხილველების მიერ გამოთქმული მოსაზრებები მხოლოდ სპეკულაციაა.

ნუ შეეცდები გამოიცნო რა ამოძრავებდა ეჭვმიტანილს ან ამოიცნო მისი ხასიათი. გახსოვდეს, რომ ეჭვმიტანილის ერთი პორტრეტი არ არსებობს! ყოველი შემთხვევა და სიტუაცია განსხვავებულია.

არ დახატო ეჭვმიტანილი, როგორც მარტოსული ან განდეგილი ადამიანი. ვარაუდი ხშირად მითია.

ამბის თხრობისას გაითვალისწინე, რომ წყაროები შესაძლოა მიკერძოებულები იყვნენ და არ დაუშვა, რომ მასალაში აისახოს ეს მიკერძოება. შეეცადე, რომ წყაროს ციტირებით აღწერო უფრო დიდი სურათი.

მაგალითად, მოძალადის მეგობრისგან ინტერვიუს აღებისას, ნაცვლად იმისა, რომ ავტომატურად გამოიყენო მისი ნათქვამი: ”ის იმდენად წყნარი და უწყინარი ადამიანია, ვერ წარმომიდგენია ვინმეთვის რამე როგორ უნდა დაეშავებინა”, აღნიშნე: როგორც ხშირად ხდება ხოლმე, ოჯახური ძალადობის დროს, მოძალადის (სახელი და გვარი) ახლობლები ძნელად იჯერებენ, რომ ადამიანს, რომელსაც ასე ახლოს იცნობდნენ, შესაძლოა დანაშაული ჩაედინა. «ის იმდენად წყნარი და უწყინარი ადამიანია, ვერ წარმომიდგენია

სახელმძღვანელო ჟურნალისტებისთვის


 

სუიციდის გაშუქება

 

ვინმესთვის რამე როგორ უნდა დაეშავებინა”- ამბობს მოძალადის მეგობარი. “ხშირად ხდება, რომ ოჯახში მოძალადეს, საზოგადოებაში უწყინარ და მშვიდ ადამიანად იცნობდნენ” – ამობობს ოჯახური ძალადობის ექსპერტი (სახელი და გვარი).

ნუ გაავრცელებ ცოლ-შვილის მკვლელის ოჯახის წევრის ციტატას: “ ისე უყვარდა, რომ საიქიოშიც თან წაიყვანა”, ნაცვლად ამისა, ციტატას კონტექსტი მოაყოლე, აღნიშნე, რომ ხშირად ოჯახის ახლობლებს ძალადობრივი ურთიერთობების რომანტიზება ახასიათებთ და სახიფათო ნიშნებს სასიყვარულო ურთიერთობებად აღიქვამენ.

სიფრთხილე გამოიჩინე ამბის თხრობისას ადამიანების იდენტიფიცირებისას. არასდროს გაამჟღავნო მსხვერპლის ვინაობა ან ადგილსამყოფელი.

გახსოვდეს შენი მკითხველი.

მაგალითად იმის გათვალისწინება, რომ შენი მკითხველები უნივერსიტეტის სტუდენტები და თანამშრომლები არიან, მასალის ფოკუსის განსაზღვრაში დაგეხმარება.თუ თავად შეგხებია ტრავმა, გაითვალისწინე ეს ფაქტორი. თუ კი ტრაგედიის გაშუქება შენში მოგონებებს და ემოციებს აღძრავს, არ ჩათვალო, რომ ასეც უნდა იყოს. შეეცადეთ ამის შესახებ მეგობარს ან მრჩეველს დაელაპარაკო.

გაავრცელე ინფრომაცია რესურსების შესახებ.

რა ინფორმაცია და საშუალებები არსებობს ძალადობის ადრეული ნიშნების გამოსავლენად? რა ტიპის დახმარება შეიძლება მიეღოთ დაზრალებულებს და პირებს, ვისაც პირადად შეეხოთ ეს ტრაგედია? გაავრცელეთ ინფორმაცია ცხელი ხაზის, ძალადობის ნიშნების ამოცნობის, დახმარების ჯგუფების არსებობის შესახებ.      უთხარი წყაროებს როდის აპირებ მასალის გამოქვეყნებას, რომ მათთვის ეს ეს ინფორმაცია მოულოდნელი არ აღმოჩნდეს.

მზად იყავი აუდიტორიისა და მსხვერპლის მხრიდან უკუკავშირის მისაღებად. ონ-ლაინ კომუნიკაციისას შეეცადე უპასუხოდ არ დატოვო შეკითხვები. გახსოვდეს, რომ ტრაგიკული მოვლენების გაშუქებამ შესაძლოა ზემოქმედება შენზეც მოახდინოს. არ ჩაიკეტო საკუთარ თავში. შეეცადეთ ესაუბრო მეგობრებს, რედაქტორებს ან კოლეგებს საკუთარი გრძნობების შესახებ. შესაძლოა მათაც ჰქონდათ მსგავსი გამოცდილება და ინფორმაციის გაზიარება დაგეხმარება სტრესთან გამკლავებაში.

სახელმძღვანელო ჟურნალისტებისთვის

ჩამოტვირთეთ ბროშურა

About the Author

Comments are closed.