ჩვენ შესახებ

ევროპული ჟურნალისტიკის ცენტრი (EJC),  საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსიტუტი (GIPA)  და ტომსონ როიტერის ფონდი (TRF) ახორციელებენ პროექტს ,,ფინანსები და გამჭვირვალობა — ახალი მიდგომები ქართულ ჟურნალისტიკაში“.  პროექტის მიზანია საქართველოში ფინანსური საგამოძიებო ჟურნალისტიკის განვითარება და ადგილობრივი რესურსების გაძლიერება. პროექტის ხანგძლივობაა ხუთი წელი (2011-2015).  მას ჰოლანდიის საგარეო საქმეთა სამინისტრო აფინანსებს.

პროექტის ფარგლებში მომზადდებიან  ტრენერები საგამოძიებო ჟურნალისტიკაში,   გაიმართება ტრენინგები პრაქტიკოსი ჟურნალისტებისთვის, მნიშვნელოვნად გაუმჯობესდება მათი ცოდნა ფინანსური და ეკონომიკური დანაშაულის გამოძიების კუთხით.
პროექტის ფარგლებში  მომზადდება  ჟურნალისტური პროექტები- — სტატიების, რადიო და სატელევიზიო სიუჟეტების, მულტიმედია მასალების  სახით. ადგილობრივი მედიისთვის მასალების მომზადებასა და რედაქტირებას TRF-ი უხელმძღვანელებს,
მასალები  ადგილობრივი მედია საშუალებებითგავრცელდება და პროექტის ვებსაიტზე განთავსდება. საუკეთესო ნამუშევრები ითარგმნება და  ტომპსონ-როიტერის საიტზეგანთავსდება. ძირითადი აქტივობები 2012-13 წლებშია დაგეგმილი; 2014-15 წლებში მომზადდება ეთიკის სახელმძღვანელო. ასევე,  დაგეგმილია ტრენინგები და სარედაქციო სამუშაოს წარმოება GIPA-ს რესურსებით, რაშიც პროექტით მომზადებული ტრენერები ჩაერთვებიან.

პროქტის ძირითადი რესურსი GIPA-ს ჟურნალისტიკისა და მედია მენეჯმენტის კავკასიური სკოლისთვის ახალი ტრენერების მომზადებაზე და ახალი საგამოძიებო ჟურნალისტიკის კურსის მომზადებაზე დაიხარჯება.
სასწავლო პროგრამების განვითარებაში ქართველ პროფესორ-მასწავლებლებს  კონსულტაციას კოლუმბიის უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის სკოლის პროფესორი ჯოშუა ფრიდმანი და კოლუმბიის უნივერსიტეტის პროფესურა გაუწევენ.

პროექტის აქტივობები  ტომსონ როიტერის ფონდის (Thomson Reuters Foundation)  ხელმძღვანელობით  გულიხსმობს შემდეგი ტრენინგების ჩატარებას:

  • სახელმწიფო მართვის ჟურნალისტური მონიტორინგი
  • ბიზნესის ახალი ამბები
  • სამართლებრივი პასუხისმგებლობა და  ეთიკა (სახელმძღვანელოს მომზადება)
  • ელექტრონული საინფორმაციო რესურსების გამოყენება ჟურნალისტიკაში

კურსის წარმატებით დასრულების შედეგად მონაწილეები მიიღებენ ტომსონ როიტერის ფონდის და ევროპის ჟურნალისტთა ცენტრის ერთობლივ სერთიფიკატს.