გამოვლინდა GIPA-სა და ჯოშუა ფრიდმანის კონკურის გამარჯვებული

Written by Lasha on June 18, 2012 in არქივი - კომენტარები გამორთულია
Winner_Nana_Biganishvili

GIPA-ფრიდმანის კონკურსის მონაწილეთა შორის საუკეთესო ჟურნალისტურ ნაშრომად დასახელდა ”სტუდია მონიტორის” ჟურნალისტის, ნანა ბიგანიშვილის ფილმი:

”გაუმჭვირვალე რეაბილიტაცია”

სინოპსისი: პროექტის „ძველი თბილისის ახალი” სიცოცხლის ფარგლებში რეაბილიტაციის პროცესს თბილისის მერიის მიერ დაფუძნებული ფონდები ახორციელებს. 2005-20011 წლამდე მერიის მიერ დაფუძნებულმა ფონდებმა თბილისის ბიუჯეტიდან დაახლოებით 300 მილიონი ლარი უტენდეროდ დახარჯა. გარდა ასობით მილიონი ლარისა, თბილისის მერია ფონდებს ისტორიულ უბნებში უძრავ ქონებასაც გადასცემს, რომელსაც შემდეგ თბილისის განვითარების ფონდი ჰყიდის.

ნანა ბიგანიშვილს პრიზი პულიცერის პრემიის ლაურეატმა, ჟურნალისტმა ჯოშუა ფრიდმანმა გადასცა

ჯოშუა ფრიდმანის მიერ წარმოთქმული სიტყვა:

”ჩემთვის დიდი პატივია GIPA-ფრიდმანის პირველი პრიზის ნანა ბიგანიშვილისთვის გადაცემა. მე დიდ პატივს ვცემ ჟურნალისტებს, რომლებიც იბრძვიან, რომ საკუთარი საქმე კარგად აკეთონ ისეთ ქვეყანაში, როგორიც საქართველოა. ჩემს ქვეყანაში ჟურნალისტობა გაცილებით ადვილია. ფაქტები ადვილად ხელმისაწვდომია და კონსტიტუციაც გვიცავს მთავრობის მიერ კონტროლისაგან. იმისთვის, რომ წარმატებას მიაღწიო, შეერთებულ შტატებში მხოლოდ გულმოდგინე შრომა, ფაქტების მოპოვება და იღბალია საჭირო.

ჟურნალისტობა ნარკოდამოკიდებულებასავითაა. თუ ამ დაავადებით დაიბადე, კარიერის არჩევანი ნამდვილად აღარ გექნება. შენ ეს უნდა აკეთო — ნებისმიერი წინააღმდეგობის მიუხედავად. ჩვენი უმეტესობა ამას ფულის ან სახელისთვის კი არ აკეთებს, არამედ იმ კმაყოფილების გრძნობისთვის, რასაც სიმართლის გამოაშკარავება გვანიჭებს.

დანარჩენი უკვე ხელობის სწავლაა: უნდა გესმოდეს, როგორ უნდა იყო ეთიკური ჟურნალისტი, უნდა გაერკვე საკუთარ ცრურწმენებში და მიკერძოებულობებში იმისთვის, რომ მათი კონტროლი შეძლო. ასევე უნდა სრულყო ინტერვიუს ჩამორთმევის, რეპორტინგისა და წერის — მაუწყებლობის, ან სურათების გადაღების საკუთარი სტილი.

სწორედ ამიტომაა მნიშვნელოვანი ახალგაზრდა დემოკრატიის ქვეყნებისთვის ისეთი ინსტიტუტები, როგორიცაა GIPA.

GIPA საკმაოდ უნიკალურია. საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ ჟურნალისტები დასავლეთიდან აღმოსავლეთ და ცენტრალურ ევროპაში გამოეშურნენ, რომ ახალგაზრდები ”ჟურნალისტიკაზე მიჯაჭვულობის” მიდგომით გაეწვრთნათ, რომ საკუთარი საქმე კარგად ეკეთებინათ.

ჩვენი უმეტესობა ვერც აცნობიერებს, რომ შეერთებულ შტატებში 200 წელი დაგვჭირდა, რომ ჩვენი ხელობა გაგვევითარებინა. შეიძლება ცოტა ქედმაღლებიც ვართ.

ახლა, საბჭოთა კავშირის დაშლიდან 21 წლის შემდეგ, ნათელია. ჩვენმა ოცნებამ ყველა ქვეყანაში ვერ გაამართლა — მაგრამ არის გამონაკლისი — საქართველო — და უპირველეს ყოვლისა ეს GIPA-ს დამსახურებაა.

სამწუხაროდ, მათ ვისაც ძალაუფლება აქვთ, კვლავ ეშინიათ თავისუფალი პრესის. — რომელიც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია — თუ გვინდა, რომ დემოკრატია აყვავდეს.

აქაური სისტემა შემტევი ჟურნალისტიკისთვის არსებობისთვის ძალიან რთულ პირობებს ქმნის. გაზეთები და სამაუწყებლო კომპანიები პოლარიზებულნი ჩანან — ან მთლიანად ემხრობიან მთავრობას, ან მთლიანად ეწინააღმდეგებიან — და ჟურნალისტებმა მათ ფეხი უნდა აუბან, წინააღმდეგ შემთხვევაში, სამსახურს დაკარგავენ.

თქვენს მეზობელ აზერბაიჯანში სიტუაცია ბევრად უფრო რთულია. ჟურნალისტებს აპატიმრებენ, სცემენ, კლავენ კიდეც იმის გამო, რომ ისინი საზხოგადიებისთვის სიმართლის თქმას ცდილობენ, ჟურნალისტებზე თავდასხმების გამო კი არავინ ისჯება.

ამიტომ აღტაცებულნი უნდა ვიყოთ იმ ადამიანებით, ვინც, მიუხედავად უდიდესი წინაააღმდეგობებისა, გამორჩეულად კარგ ჟურნალისტურ ნამუშევრებს ქმნიან, — ასეთს ჩვენ დღეს ვაჯილდოვებთ. დიდი მადლობა GIPA-ს რომ ამ ღონისძიებაში ჩართვის საშუალება მომცა.”

 

ვიდეო: გამარჯვებულის დაჯილდოვება

 

 

I  ფოტოალბომი

II ფოტოალბომი

About the Author

Comments are closed.