ჯიპა-ფრიდმანის სახელობის 2014 წლის პრიზი

Written by Lasha on May 29, 2014 in - კომენტარები გამორთულია

საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტი (GIPA) და ევროპული ჟურნალისტიკის ცენტრი (EJC) აცხადებს კონკურსს ჯოშუა ფრიდმანისა და GIPA-ს სახელობის ჯილდოს მოსაპოვებლად ჟურნალისტიკაში.

საკონკურსო ნაშრომი გამოქვეყნებული უნდა იყოს 2013 წლის 20 მაისიდან 2014 წლის 30 მაისამდე. შემოსულ მასალებს განიხილავს ჟიური, რომელშიც წარმოდგენილნი იქნებიან, როგორც მედია საშუალებების  ისე  აკადემიური სფეროს წარმომადგენლები. ჯილდოს გამარჯვებულს საზეიმოდ გადასცემს ჯოშუა ფრიდმანი, კოლუმბიის უნივერსიტეტის პროფესორი და პულიცერის პრემიის ლაურეატი.

საპრიზო ფონდი  შეადგენს 1500 ევროს. საკონკურსო ნამუშევრების წარმოდგენის ბოლო ვადაა 2 ივნისი;

შეფასებისას გათვალისწინებული იქნება: სამართლიანობის, დაბალანსების, წყაროთა სიმრავლისა და ნეიტრალური ენის გამოყენების პრინციპები. პროექტის თემა ქვეყნისათვის მნიშვნელოვან საკითხზე უნდა იყოს, რაც ეხება და აღელვებს საზოგადოებას და მის  სხვადასხვა ჯგუფებს. ნაშრომში  ასახული  უნდა იყოს თუ რა გავლენა იქონია ამ კონკრეტულმა საკითხმა ხალხზე, ნაშრომი უნდა საუბრობდეს პრობლემასა და უსამართლობაზე პირდაპირი და გასაგები ენით, ამასთანავე,  განვითარებული მოვლენები ისე უნდა იყოს წარმოდგენილი, რომ მიიზიდოს მკითხველი, მსმენელი და  მაყურებელი; ნაშრომში დემონსტრირებული უნდა იყოს ავტორის კვლევის, ანალიზის და  ინტერვიუს აღების უნარები; პროექტში წარმოდგენილი უნდა იყვნენ, როგორც  ის პირები, რომლებსაც შეეხოთ პრობლემა, ასევე ისინიც, ვინც პასუხისმგებლები არიან მათ გადაწყვეტაზე.

პროექტი ხორციელდება საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის მიერ, ევროპული ჟურნალისტიკის ცენტრისა და ჰოლანდიის საგარეო საქმეთა სამინისტროს მხარდაჭერით.

გთხოვთ საბუთები და საკონკურსო მასალა  წარმოადგინოთ GIPA-ს ჟურნალისტიკისა და მედია მენეჯმენტის კავკასიურ სკოლაში.

იხილეთ აპლიკაციის ფორმა.

მისამართი: მარი ბროსეს #2, მესამე სართული. თბილისი, საქართველო

საკონტაქტო პირები: ნათია მეტრეველი - 599 911 577; nmetreveli@gipa.ge

საკონკურსო მასალები

About the Author

Comments are closed.