სუიციდის გაშუქება

Written by Lasha on January 10, 2015 in ბროშურები - კომენტარები გამორთულია

 


 

კავკასიის  ჟურნალისტიკისა   და  მედია  მენეჯმენტის  სკოლა

www.gipa.ge

საქართველოს ფსიქოტრავმის საზოგადოება

საინფორმაციო ბროშურა

სახელმძღვანელო ჟურნალისტებისთვის


 

სუიციდის გაშუქება

სუიციდის გაშუქება საზოგადოებრივი ჯანდაცვის საკითხია. ამბის ღირებულების შეფასებისას, ჟურნალისტებს გაცნობიერებული უნდა ჰქონდეთ, რომ მათი შეტყობინება ძლიერ ზეგავლენას იქონიებს არამარმარტო გარდაცვლილის მეგობრებსა და ოჯახის წევრებზე, არამედ მკითხველებსა და აუდიტორიაზეც. ევროპის დართ ცენტრმა ჟურნალიტებისთვის გამოსცა განახლებული და სრულყოფილი ბროშურა სუიციდის გაშუქების თემაზე.

თარგმანი: ნინო ჯაფიაშვილი, თიკო ცომაია

სახელმძღვანელო ჟურნალისტებისთვის


 

სუიციდის გაშუქება

ნებისმიერ დისკუსიას ამ საკითხზე აჩრდილივით თან დასდევს ფენომენი რომელსაც “გადამდებ სუიციდს”(suicide contagion) უწოდებენ. მკვლევარებმა აღმოაჩინეს, რომ სუიციდის შემთხვევების ზედაპირულმა, არააკურატულმა გაშუქებამ შესაძლებელია ხელი შეუწყოს სხვა ადამიანების გადაწყვეტილებას სიცოხლე თვითმკვლელობით დაასრულონ.

“გადამდები სუიციდის” ერთ-ერთი ყველაზე ცხადი მაგალითია ის, რაც მერილინ მონროს სიკვდილის შემდეგ მოხდა. 1962 წლის აგვისტოში, ამ ცნობილი ადამიანის თვითმკლელობიდან ოთხი კვირის განმავლობაში სუიციდის 303 შემთხვევა დაფიქსირდა, რამაც აშშ-ში თვითმკვლელობების მაჩვენებლი 12%-ით გაზარდა. გამოკვლევები მიუთითებს, რომ საშუალოდ 2.5%-ით მატულობს სუიციდის მაჩვენებელი მას შემდეგ, რაც თვითმკლელობის შესახებ ისტორია საზოგადოების ფართო განხილვის საგანი ხდება.

მაგრამ ყველაფერი ასე ცალსახადაც არაა: სხვა კვლევები იმაზე მიუთითებს, რომ ფრთხილი, კვალიფიციური გაშუქება, პირიქით, დიდ როლს თამაშობს სუიციდის შემცირებაში და საზოგადოებას ეხმარება ფსიქიკური ჯანმრთელობის მნიშვნელოვანი საკითხების შესახებ ცოდნა გაიღრმავოს. 1994 წელს, კურტ კობეინის თვითმკვლელობიდან ერთი თვის განმავლობაში, ავსტრალიაში, 15-დან 24 წლამდე ახალგაზრდებს შორის სუიციდის შემთხვევებმა დაიკლო. ამის მიზეზი, სავარაუდოდ, სწორედ ამ ამბის გაშუქებაში იმალება, რომლის დროსაც მედიამ აჩვენა, რომ სიკვდილის თავიდან აცილება შესაძლებელი იყო. კვლევის ავტორების თანახმად,

მედიამ ეს სიკვდილი შეაფასა, როგორც “ტრაგიკული და გამაფრთხილებელი დანაკარგი” და ყურადღება “სხვისი გავლენის ქვეშ მოქცევის გამანადგურებელ ძალაზე” გაამახვილა. ერთადერთი, რაშიც ჩვენ შეიძლება აბსოლუტურად დარწმუნებულები ვიყოთ ეს ისაა, რომ სუიციდის გაშუქება წამოჭრის ისეთ მნიშვნელოვან საკითხს, როგორიცაა ჩვენი პასუხისმგებლობა, არა მხოლოდ იმ ადამიანებს მიმართ ვისზეც ვყვებით, არამედ მათ მიმართაც, ვინც მოიხმარს ახალ ამბებს. როდესაც ასეთ მნიშვნელოვან რამეებზეა ფსონი დადებული, კარგია თუ მხედველობაში მიიღებთ და გაითვალისწინებთ ამ სასარგებლო გაიდლაინებს მენტალური ჯანმრთელობის ექსპერტები და ჟურნალისტები.

უნდა გაშუქდეს თუ არა სუიციდი საერთოდ?

სუიციდის ხელშეუხებელ თემად გამოცხადება რეალურ საფრთხეებს შეიცავს. შესაძლებელია ჩვენ სუიციდის მიზეზებზე უფრო ნაკლები კი არა, მეტი უნდა ვიცოდეთ: საერთო ჯამში, ყოველ წელს სუიციდის გამო უფრო მეტი ადამიანი იღუპება, ვიდრე ჰომიციდისა და ომის გამო ერთად აღებული. 2012 წლის სექტემბერში, “დართ ცენტრის” სემინარზე საუბრისას, ალ ტომპკინსმა, პოინტერის ინსტიტუტიდან ისეთი რამ თქვა, რასაც რეპორტიორების უმრავლესობა ინსტინქტურად დაეთანხმებოდა:”რასაკვირველია ამბავი უნდა გავაშუქოთ”, მაგრამ სუიციდის ყველა შემთხვევა არ შეიძლება იქცეს ახალი ამბების თემად. თუ კი, მაგალითად, თქვენ მოკლე ინფორმაციას აქვეყნებთ ადგილობრივი

სახელმძღვანელო ჟურნალისტებისთვის


 

სუიციდის გაშუქება

საქველმოქმედო ორგანიზაციის თანამშრომლის სიკვდილზე, შესაძლოა აუცილებელი არ იყოს იმის მითითება, რომ მან თავი მოიკლა.

ნუ აღმოჩნდებით “ცალკეული შემთხვევის” ტყვეობაში.

გაწონასწორებული გაშუქება გულისხმობს სუიციდის გამომწვევი პოტენციური ფაქტორების სპექტრის გათვალისწინებას. თვითმკვლელობის მიზეზების დაკნინება და მათი დაყვანა მხოლოდ რომელიმე ერთ კონკრეტულ საბაბამდე, მაგალითად დამცირება/დაცინვა(bullying), გაკოტრება, ან შეყვარებულთან დაშორება – გავრცელებული შეცდომაა.

მომხდარის ცალსახა ახსნა რაღაც თვალსაზრისით მომხიბვლელია – შემაძრწუნებელი სიკვდილის შემდეგ ჩვენ ყველას გვინდა, რომ მარტივი პასუხები მოვისმინოთ, მაგრამ ადამიანი თვითმკვლელობის გზას არ ადგება მხოლოდ ერთი მიზეზის გამო.“როგორც წესი, მას შემდეგ, რაც თქვენ ფსიქოლოგიურ აუტოფსიას დაასრულებთ, მოვლენათა და გარემოებათა მთელი სერია გამოჩნდება ხოლმე” – ამბობს მედელინ გოულდი, ფსიქიატრიის პროფესორი კოლუმბიის უნივერსიტეტიდან.

არ არის აუცილებელი, რომ სუიციდის მცდელობა მაინცდამაინც ფსიქიკურ პრობლემებზე მიუთითებდეს, თუმცა არ დაგავიწყდეთ რომ:

• სუიციდის მსხვერპლთა 90%-ზე მეტს, ფსიქიკური აშლილობის (მაგალითად კლინიკური დეპრესია) დაიაგნოზი აქვთ.

• თითქმის ყველა სახის ფსიქოლოგიური აშლილობა სუიციდში გადაზრდის პოტენციურ რისკს შეიცავს

• ფსიქოაქტიურ ნივთიერებზე დამოკიდებულება (მაგალითად წამალდამოკიდებულება) შეიძლება გახდეს სუიციდის ერთ-ერთი გამომწვევი ფაქტორი

არ არის გამორიცხული, რომ რომელიმე ზემოთ აღნიშნული ერთი მიზეზი, მაგალითად დამცირება/ბულინგი ან სექსუალური ძლადობა გამხდარიყო გადამწყვეტი ფაქტორი სუიციდისთვის, თუმცა თვითმკვლელობის ასახსნელად, მხოლოდ ერთ რომელიმე მიზეზზე ყურადღების გამახვილება არ იქნება მართალი. სხვა ფაქტორებზე წაყრუება ცუდ სამსახურს უწევს მათ, ვინც სუიციდზე ფიქრობს, ამასთან ამგვარი გაშუქება შესაძლოა თვითმკვლელობის ირიბ წახალისებად იქცეს.

სიფრთხილით მოეკიდეთ დილეტანტ ფსიქოლოგიას და გავრცელებულ ცრურწმენებს, რომელებიც მოკლებულია მტკიცებულებებს.

ნუ ივაჭრებთ ამ მითებით:

• არსებობენ სუიციდის მიმართ განწყობილი ადამიანები.    არახელსაყრელი გარემოებების შტორმში აღმოჩენისას

სახელმძღვანელო ჟურნალისტებისთვის


 

სუიციდის გაშუქება

ადამინების უმრავლესობამ შეიძლება დაუშვას სუიციდის მცდელობის შესაძლებლობა – ამბობს პროფესორი გულდი.

• სუიციდი სპონტანური აქტია. სინამდვილეში ეს ნაკლებად სავარაუდოა: ჩვეულებრივ, თვითკვლელობის უკან სუიციდზე ფიქრის და თვითმკვლელობის დაგეგმვის მთელი რიგი ეტაპები იმალება, რომელიც შეუმჩნეველი რჩება.

• თვითმკვლელობა სუიცუდური შეგრძნებების გარდაუვალი დასასრული იყო. სინამდვილეში, ადამინთა უმრავლესობა თვითმკვლელობამდე რამდენიმე დღის, კვირის ან თვის განმავლობაში ხმამაღლა საუბრობს დაბალი თვითშეფასების, ნდობის დაკარგვისა და სუიციდური დაქანცულობის (შეგრძნება თითქოს სიცოცხლის გაგრძელაბას უსაზღვრო ძალისხმევა სჭირდება) შესახებ. ამ ეტაპზე ჩარევამ შესაძლებელია პოტენციურ მსხვერპლს აზრი შეაცვლევინოს.

ჟურნალისტი განსაკუთრებულად ფრთხილი უნდა იყო მსხვერპლის მეგობრებთან და ნათესავებთან ურთიერთობისას.

სუიციდს დამანგრეველი ზეგავლენა აქვს მათზე, ვინც ახლობლისგან მიტოვებული აღმოჩნდა. მეგობრებს და ნათესავებს შესაძლებელია სტანჯავდეთ დანაშაულის მძაფრი შეგრძნება ან გარდაცვლილის მიმართ განიცდიდნენ რისხვას. სიკვდილი ყოველთვის ძნელად ასახსნელია, განსაკუთრებით კი თვითმკვლელობა.

• მისაღებია, თუ ხანდახან შეიძლება ჩათვალოთ, რომ მოცემულ მომენტში უმჯობესია ნათესავებსა და

მეგობრებს ახლოსაც არ გაეკაროთ.

• თუ კი მეგობრები და ახლობლები თავად გიკავშირდებიან, მაგალითად გამოძიების პროცესში, იმის მაგივრად, რომ აუხნათ თუ რატომ უნდა თქვენს რედაქტორს ამ ისტორიის გაშუქება, ყურადღებით მოუსმინეთ. პირდაპირ არასდროს ჰკითხოთ “რატომ გააკეთა მან ეს?”

• გაითვალისწინეთ, რომ მსხვერპლის ახლობლების პირველი რეაქციები, ასევე პოლიციის თავდაპირველი განცხადებები შესაძლებელია არ იყოს სანდო. სუიციდის შედეგად დამდგარი სიკვდილი თავიდან შეიძლება სრულიად აუხსნელი, უმიზეზო ჩანდეს, არადა, სუიციდის შესაძლებლობაზე მიმანიშნებელი შემაშფოთებელი გარემოებები მალევე გამოაშკარავდება. ფრთხილად იყავით და ხისტად ნუ შეეწინააღმდეგებით ახლობლებს, როცა ისინი სუიციდის ახსნას შეეცდებიან (მაგალითად სამსახურიდან დათხოვნა, ან შეყვარებულის მიერ მიტოვება). თქვენ ყოველთვის შეგიძლიათ უპასუხოთ:”როგორც ჩანს, ჯერ-ჯერობით ყველაფერი ისევ ძალიან ბუნდოვნია. ვწუხვარ, რომ ეს ყველაფერი მოხდა”.

ენა მნიშვნელოვანია.

სუიციდისას ძლიან ადვილია ლინგვისტური შეცდომების დაშვება და ამით ზედმეტი ტკივილის მიყენება იმ ადამინებისთვის, რომლებიც იცნობდნენ გარდაცვლილს. არ იხმაროთ შემდეგი გამოთქმები:

• სიტყვები “წარმატებული” ან “წარუმატებელი” სუიციდი.

სახელმძღვანელო ჟურნალისტებისთვის


 

სუიციდის გაშუქება

ეს სიტყვები შესაძლებელია ძალიან ორგანული იყოს ენისთვის, მაგრამ მაინც ძალიან უდიერად, უხეშად ჟღერს და არ ღირს მათი გამოყენება. თუ კი გჭირდებათ ამ საკითზე ყურადღების გამახვილება, სჯობს იხმაროთ ფრაზა “მცდელობა, რომელიც არ დამთავრდა/დამთავრდა ფატალურად”

• ტერმინი “თვითმკვლელობის ჩადენა”. ქვეყნების უმეტესობა უკვე მრავალი წელია, რაც სუიციდს კრიმინალურ ქმედებად/დანაშაულად არ განიხილავს. ამიტომ გაცილებით უკეთესია თქვათ:”გარდაიცვალა სუიციდის შედეგად ან “თავი მოიკლა”.

• “თვითმკლელი”. ეს ტერმინი აკნინებს ადამიანს. მისი გამოყენებისას იკარგება პიროვნება და რჩება მხოლოდ სიკვდილის მეთოდი. “თვითმკლელი”-ს ხმარებას ჰედლაინში იგივე ეფექტი აქვს.       გაშუქების მასშტაბი და მასალის მოცულობა მნიშვნელოვანია.

კვლევები აჩვენებს, რომ რაც უფრო ფართოდაა გაშუქებული ამბავი, ხოლო ჰედლაინი მყვირალა, განსაკუთრებით თუ ის პირველ გვრდზეა, მით მეტად მოქმედებს ის აუდიტორიაზე.

იზრუნე იმაზე, რომ სუიციდი არ გასაღდეს როგორც გამოსავალი.

როდესაც ადამიანები დაბალ შეფასებას აძლვენ საკუთარ ცხოვრებას და ფიქრობენ, თითქოს თვითმკვლელობა მათ სიცოცხლეს ღირებულებას შესძენს, ამან შესაძლებელია გაზარდოს სუიციდის რისკი. ფრთხილად იყავით, რომ არ

მოახდინოთ სუიციდის რომანტიზირება:

• გლამურმა და პოპულარულობამ არ უნდა დაჩრდილოს პიროვნების ფსიქიკური ჯანმრთელობის ან წამალდამოკიდებულების საკითხები.

• წარმატებული ადამიანის თვითმკველობის, როგორც რაღაც უსაფუძვლოს ან აუხსნელის წარმოჩენით მგრძნობიარე ადამიანებს შეიძლება გაუჩნდეთ განცდა, რომ სუიციდის შემდეგ მათ სიცოცხლეს დააფასებენ.

• არ გაავრცელოთ ვარაუდი, თითქოს სიკვდილის სხვადასხვა შემთხვევების უკან ფარული ხელი, საიდუმლო კავშირი თუ ოკულტური გავლენები იმალება. ეჭვის თვალით შეხედეთ მოსაზრებებს, რომლებიც მიანიშნებს, თითქოს თვითმკვლელობა გარდაუვალი და ბედისწერით წინასწარ იყო განსაზღვრული. ეს ძალიან სახიფათოა, როდესაც “სუიციდის კრებულს/კლასტერს”(suicide clusters) აშუქებთ. ამის ერთ-ერთი სავალალო მაგალითია ის, რაც მოხდა 2007 წელს უელსის ქალაქ ბრიჯენსა და მის შემოგარენში. მაშინ ახალგაზრდებს შორის სიუციდის შემთხვევების მოულოდნელ აფეთქებას ახსნა ვერ უპოვეს, თემა მედიამ აიტაცა და გაშუქებამ ისეთი მასშტაბი და რეზონანსი შეიძინა, რომ სავარაუდოდ, თავად შეუწყო ხელი თვითმკვლელობის რიცხვის ზრდას. პრეს- კონფერენციაზე, რომელიც მოყვა 17 წლის სკოლის მოსწავლე გოგონას თვითმკვლელობას, ეს უკვე სუიციდის მე-17 შემთხვევა იყო, მთავარი

სახელმძღვანელო ჟურნალისტებისთვის


 

სუიციდის გაშუქება

კონსტებლის თანაშემწემ დევიდ მორისმა პირდაპირ განაცხადა:”გინდათ გითხრათ რა აკავშირებს ნატაშა რენდალის თვითმკვლელობასა და დანარჩენ შემთხვევებს ერთმანეთთან? – ეს თქვენ ხართ, მედია!”

• სახიფათოა მდარე ხარისხის ან ემოციური მუსიკის გამოყენება სუიციდის გაშუქებისას, ასევე თვითმკვლელობის ისეთი კუთხით წარმოჩენა, რომელიც ადამიანის ცხოვრების სტილის იდეალიზებას ახდენს.

იყავით ძალიან ფრთხილი სუციდის ხერხის აღწერისას.

ექსპერტები ფიქრობენ, რომ სუიციდის ხერხის დეტალური აღწერა, ჯაჭვური რეაქციის მთავარი გამშვები მექანიზმია. 1999 წელს, BBC -ის სამედიცინო სატელევიზიო დრამა Casualty-ის ერთ-ერთმა მონაწილემ, თვითმკვლელობის მიზნით პარაცეტამოლის (აცეტამინოფენი) მაღალი დოზა მიიღო. სატელევიზიო ეთერში ამ შემთხვევის ჩვენებიდან მომდევნო ერთი კვირის განმავლობაში, გაერთიანებულ სამეფოში, 17%- ით გაიზარდა იმ გარდაცვალებათა რიცხვი, რომელთაც საფუძვლად მედიაკამენტების ზედოზირება ედო. და პირიქით, გაშუქებისას გარკვეული დეტალების გამოტოვებას შეუძლია მსხვრეპლის შემცირება. 1987 წელს ვენის უნივერსიტეტის მკვლევარებმა ავსტრიის ახალი ამბების მუშაკები დაარწმუნეს, რომ უმჯობესი იქნებოდა, სუიციდის შემთხვევების გაშუქებისას მედიას არ ეთქვა, რომ თვითმკვლელობა მეტროში მოხდა. დაწესებული შეზღუდვების სიაში ასევე შეიტანეს – შემზარავი ჰედლაინები,

ძალადობის გამომსახველი იმიჯების გამოყენება, მასალის პირველ გვერდზე განთავსება. შედეგად, თვითმკვლელობების შემთხვევები მეტროში 75%-ით შემცირდა და ზოგადად დაიკლო სუიციდის რიცხმა მომდევნო 5 წლის განმავლობაში.

• თუ ეს მნიშვნელოვანია ისტორიისთვის, იმსჯელეთ ზოგადი ტემინებით-მაგალითად იხმარეთ ტერმინი “წამლების ნაკრები” და ნუ ჩამოთვლით დეტალურად გამოყენებული მედიკამენტების დასახელებებს.

• ძალიან ფრთხილად შეარჩიეთ გამოსახულება, რომელსაც ეთერში უშვებთ. არ გამოიყენოთ ფოტო ან ვიდეო მასალა, რომელიც ასახავს სუიციდის სცენას.

• ერთი მხრივ, როგორც წესი თავი უნდა აარიდოთ შემზარავი დეტალების წარმოჩენას, მაგრამ მეორე მხრივ, არ არსებობს რაიმე ყოვლისმომცველი აკრძალვები, როდესაც პასუხობთ კითხვებს “როგორ” და “სად” მოხდა სუიციდი. ზოგიერთ შემთხვევაში, მაგალითად როდესაც ამბავი ეხება პოლიციელის თვითმკვლელობას, ალბათ შეუძლებელია ისტორიის მოყოლა იმის გარეშე, რომ არ შეეხოთ თვითმკვლელობის ხერხს.

სიღრმის და კონტექსტის წარმოჩენა ისტორიის ფართო ჭრილში დანახვას გულისხმობს

ცნობილ ადამიანებსა და გამონაკლისებზე, ექსტაორდინარულ შემთხვევებზე ფოკუსირებამ შესაძლებელია ყურადღების მიღმა დატოვოს უფრო ფართო და მნიშვნელოვანი საკითხები. მიუხედავად

სახელმძღვანელო ჟურნალისტებისთვის


 

სუიციდის გაშუქება

 

გავრცელებული მოსაზრებისა, რომ როგორც წესი, სუიცუდური მიდრეკილებები ახალგაზრდებს აქვთ, ტიპიური “თვითმკვლელი” არის 50 წელს გადაცილებული, უმუშევარი, უცოლო მამაკაცი, რომელსაც ხელი მიუწვდება იარაღზე(ამერიკაში). ასე რომ, გაშალეთ ამბავი და დაინახეთ ის ახალი კუთხით. ყოველთვის არსებობს სივრცე სენსიტიური/მგრძნობიარე რეპორტინგისთვის. მაგალითად, რას ფიქრობთ გადარჩენილების ისტორიებზე? – მათზე ვინც ძალიან ახლოს იყო, მაგრამ არ დაასრულა სიცოცხლე თვითმკვლელობით?

ჰკითხეთ რჩევა ექსპერტებს.

თუკი თქვენი ისტორია ეპიდემიოლოგიაზეა, დარწმუნდით, რომ კარგად გესმით, რას ნიშნავს ეს ტერმინი. “გადამდები სუიციდის” ან რომელიმე მცდარი ტრენდის იდენტიფიცირებამ შეიძლება სტერეოტიპების გამყარებას შეუწყოს ხელი. მაგალითად, ხშირად გამოითქმება ხოლმე მოსაზრება, რომ სუიციდის მაჩვენებელი მაღალია ლესბოსელებს, გეებს, ბისექსუალ და ტრანსგენდერ ახალგაზრდებს შორის, მაგრამ არ არსებობს სტატისტიკური მტკიცებულება, რომელიც ამ მოსაზრებას დაადასტურებდა. ასევე ვერავინ იტყვის დაზუსტებით, რომ იაპონიაში სუიციდის მაჩვნებელი ყველაზე მაღალია მსოფლიოში. რა თქმა უნდა, მაღალია – სავარაუდოდ ისევე როგორც ჩინეთში, მაგრამ ჯანდაცვის ორგანიზაციის მონაცემებით, ეს მაჩვენებელი იმაზე მცირეა, ვიდრე სუიციდის შემთხვევები ლიტვაში.

იყავი სასარგებლო აუდიტორიისთვის.

თქვენი გაშუქება უნდა დაეხმაროს მომავალში სუიციდის შემთხვევების პრევენციას. მენტალური ჯანმრთელობის და სუიციდის პრევენციით დინტერესებული ორგანიზაციები აქვეყნებენ წყაროებს, რომელიც შეიძლება შესანიშნავად გამოიყენოს მედიამ. დაამატეთ სტატიას ჩანართი “სუიციდის ნიშნების” ან მაგალითად, “სასარგებლო რჩევების” შესახებ. შეგიძლიათ ისტორიას ბოლოში ნდობის ტელეფონი და სხვა სასარგებლო ბმულები დაურთოთ – მარტივი და ეფექტური ხერხია. ყურადღება მიაქციეთ თქვენს სამუშაო სივრცესაც: აქვს თუ არა თქვენს რედაციას განახლებული გაიდლაინები? როდესაც სუიციდის თემაზე მუშაობთ არ დაგავიწყდეთ, რომ ბევრ ადამიანს, მათ შორის თქვენს კოლეგებსაც შეიძლება ეს საკითხი პირადად შეხებოდა. უფრო მეტიც, ნებისმიერი სიკვდილის გაშუქებამ, ისტორიაში ჩაღრმავებამ შესაძლოა გავლენა იქონიოს ჟურნალისტზეც.

ჩამოტვირთეთ ბროშურა

 

About the Author

Comments are closed.