ექსპორტ-იმპორტის მონაცემების ანალიზი

Written by Lasha on February 25, 2013 in მთავარი - კომენტარები გამორთულია
PotiPort
იმისთვის, რომ დაადგინოთ, რომელიმე საქონელი რამდენი შემოვიდა საქართველოში,
ან რამდენი გავიდა ექსპორტზე, უნდა შეხვიდეთ ფინანსთა სამინისტროს ვებგვერდის შესაბამის განყოფილებაში,
რომელიც ამჟამად არის:
http://mof.ge/4684
აქ ნახავთ Excel-ის ფაილებს:
მონაცემები თვეების მიხედვით არის დახარისხებული. თქვენთვის საჭირო წლის საჭირო თვის დოკუმენტი
სათაურით მოძებნეთ.
ჯერჯერობით, მთელი წლის მონაცემები ერთად დაჯამებული მხოლოდ 2009 წლის ფაილშია.
დანარჩენ წლებში დაჯამება თავად მოგიწევთ. თარიღის მიხედვით მონაცემები 2002 წლიდან იწყება.
ჩამოტვირთეთ რომელიმე ფაილი. Excel-ში გაიხსნება ასეთი ფაილი:
ბაზაში საქონელს სახელის მიხედვით ვერ იპოვით იმიტომ, რომ  ყველაფერი სპეციალური
სასაქონლო კოდებითაა დაშიფრული.
კოდებია წასაკითხად გადმოწერეთ სასაქონლო ნომენკლატურა:
სასაქონლო კოდის გარდაქმნა სახელად

ვთქვათ, რომ მიხვდეთ, რა შემოვიდა საქართველოში ამ კოდით:04069031000
გახსენით სასაქონლო ნომენკლატურის PDF ფაილი და თანმიმდევრიბით დააჭირეთ ღილაკებს: Ctrl და F.
გაიხსნება Find-ის ფანჯარა:
ჩაწერეთ მასში 04069031000 და გამოყავით სივრცეებით, რომ PDF და Excel ფაილებში კოდების
სტრუქტურები ერთნაირი იყოს:
0406 90 310 00
დააჭირეთ მარჯვენა ისარს და PDF ფაილში მოიძებნება შესაბამისი გრაფა:
მონაცემების დახარისხება ფილტრის გამოყენებით

იმისთვის, რომ დაადგინოთ, რომელიმე კონკრეტული პროდუქტი რამდენი შემოვიდა საქართველოში,
ან რამდენი გავიდა რომელიმე ქვეყანაში, უნდა გამოიყენოთ Excel-ის ფილტრი.

მოძებნეთ ასეთი ღილაკი:

ვთქვათ, გაინტერესებთ, რა რაოდენობის უშაქრო საღეჭი რეზინი გავიდა საქართველოდან აზერბაიჯანში.
მონიშნეთ Excel-ის ფაილში ის სვეტი, რომლის დახარისხებაც გინდათ. ამ შემთხვევაში, ქვეყნების სვეტი:
  • დააჭირეთ ფილტრის ღილაკს და ქვეყნების სვეტის თავზე გაჩნდება პატარა სამკუთხედი.
  • დააჭირეთ ამ სამკუთხედს
  • ჩამოიშლება ქვეყნების ჩამონათვალი
  • გამორთეთ ღილაკი Select All
  • ჩართეთ მხოლოდ აზერბაიჯანი:
შედეგად, ბაზაში დაგრჩებათ, მხოლოდ აზერბაიჯანთან დაკავშირებული პროდუქტები.
იმავე მეთოდით ექსპორტ-იმპორტის სვეტი გაფილტრეთ და დატოვეთ მხოლოდ ექსპორტი.
შემდეგ სასაქონლო კოდების PDF ფაილში Ctrl და F ით გამოტანილ საძიებო ველში ჩაწერეთ:
საღეჭი რეზინ
და მოძებნეთ საღეჭი რეზინის კოდი: 2106 90 980 01
Excel-ის ფაილში კოდების სვეტს ჩაურთეთ ფილტრი და კოდების ჩამონათვალიდან დატოვეთ მხოლოდ 21069098001.
შედეგად ნახავთ, რომ აზერბაიჯანში 2013 წლის იანვარში საქართველოდან გასულა:
31781,05 კგ “საღეჭი რეზინი უშაქროდ”:

 

About the Author

Comments are closed.