თუ ფლობთ ინფორმაციას რაიმე რესურსის შესახებ, რომლის გამოყენებაც შუძლია გამომძიებელ ჟურნალისტს, გთხოვთ, გაგვიზიაროთ.
თქვენი ინფორმაცია ჩვენს მიერ გადამოწმების შემდეგ განთავსდება საერთო მონაცემთა ბაზაში.
ინფორმაცია დატოვეთ კომენტარის სახით.
ჩვენს მიერ მოძიებული რესურსებია:
- ინტერნეტგამოცემა ”თავისუფალი სიტყვა” www.tspress.ge ამერიკის საელჩოს მცირე გრანტების პროგრამის ფარგლებში საგამოძიებო სტატიისთვის აცხადებს კონკურსს, ჰონორარი ერთი სტატიისთვის — 300$, საბიუჯეტო მონიტორინგის თემაზე მომზადებული მასალისთვის 100$. ყოველ თვე ფინანსდება ერთი საგამოძიებო სტატია და ერთი საბიუჯეტო მონიტორინგის შესახებ მომზადებული მასალა. დამატებითი ინფორმაცისთვის მიმართეთ ელისო ჯანაშიას: ejanashia@gmail.com
ჯოშუა ფრიდმანის და GIPA-ს პრიზი საუკეთესო ჟურნალისტური ნაშრომისათვის. დეტალებისთვის შედით ამ ბმულზე
სტიპენდიები ფინანსურ გამჭვირვალობაზე სიღრმისეულიჟურნალისტური ნამუშევრების შესაქმნელად. საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტი (GIPA), ევროპული ჟურნალისტიკის ცენტრი (EJC) და ტომსონ როიტერის ფონდი( TRF) პროექტ ,,ფინანსები და გამჭვირვალობა -ახალი მიდგომები ქართულ ჟურნალისტიკაში” ფარგლებში, აცხადებს კონკურსს საუკეთესო ჟურნალისტური პროექტის გამოსავლენად.კონკურსში მონაწილე პირებმა უნდა წარმოადგინონ ავტობიოგრაფია და საპროექტო წინადადება (იხ. აპლიკაცია), სადაც აღწერილი იქნება პროექტის იდეა, მისი აქტუალობა, განხორციელების გზები.10 საუკეთესო პროექტის ავტორს გადაეცემა სტიპენდია 300 ევროს ოდენობით.გამარჯვებულ პირებს (სტიპენდიანტებს) კონსულტაციას გაუწევენ დარგის წამყვანი პროფესიონალები, რომლებიც პროექტის განვითარების სხვადასხვა ეტაპზე საჭირო მიმართულებას და რჩევებს.კონკურსანტებს სტიპენდიები გადაეცემათ პროექტის დასრულების შემდგომ.კონკურში გამარჯვებული მედია პროდუქტები დაიდება ვებსაიტზეwww.investigate.ge;გთხოვთ, საბუთები და საკონკურსო მასალა წარმოადგინოთ GIPA-ს ჟურნალისტიკისა და მედია მენეჯმენტის კავკასიურ სკოლაში. 1 აპრილამდე;დასრულებული პროექტების ჩაბარების ვადა: 25 მაისი;მისამართი: მარი ბროსეს #2, მესამე სართული. თბილისი, საქართველო.
საკონტაქტო პირები:
თიკო ცომაია 599 502 446;
ნათია მეტრეველი 599 911 577
დეტალებისთვის შედით ამ ბმულზე