ჯოშუა ფრიდმანი

ჯოშუა ფრიდმანი კოლუმბიის უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის უმაღლესი სკოლის საერთაშორისო პროგრამების დირექტორია და ამავე სკოლაში 1992 წლიდან ასწავლის. 1982 -2001 წლებში წერდა გაზეთში ”ნიუსდეი” (Newsday), სადაც ბოლო წლებში გაეროს გაშუქების ჯგუფს ხელმძღვანელობდა. 1985 წელს, ფრიდმანი საერთაშორისო რეპორტაჟის კატეგორიაში პულიცერის პრემიის ლაურეატი გახდა ეთიოპიაში შიმშილობის გაშუქებისთვის.

1979 -1981 წლებში, ჯოშუა ფრიდმანი მთავარ რედაქტორად მუშაობდა ნიუ იორკის გაზეთში ”სოჰო ვიქლი ნიუსში” (Soho Weekly News); 1977- 1979 წლებში წერდა გაზეთში ”ფილადელფია ინქუაირერ” (Philadelphia Inquirer); 1972-1977 წლებში გაზეთში ”New York Post” შტატის საკანონმდებლო ორგანოს გაშუქებას ხელმძღვანელობდა, როგორც ბიუროს შეფი.

პრემიები:

  • აფროამერიკელი  ჟურნალისტების ეროვნული ასოციაციის პრემია საერთაშორისო რეპორტაჟში, 1985 (International Reporting Award from the National Association of Black Journalists)
  • კოლუმბიის უნივერსიტეტის დეილი სპექტეიტორის პრემია ”ლურჯი კალამი”, 1980 (the Blue Pencil Award from Columbia University’s Daily Spectator)
  • პელსივანიის გაზეთის გამომცემელთა ასოციაციის ქისთოუნ პრესის პრემია 1979 (the Keystone Press Award from the Pennsylvania Newspaper Publishers Association)
  • ”ასოშიეითედ პრესის” რედაქტორ-მენეჯერთა  პრემია საზოგადოებრივი სამსახურისთვის, 1979 (the Associated Press Managing Editors Award for public service)
  • ვაშინგტონის ჟურნალიტიკის ცენტის ტომას სტოუქის პრემია, 1979 (the Thomas L. Stokes Award from the Washington Journalism Center)
  • სკრიფსის და ჰოვარდის ფონდის  ედუარდ მიმანის პრემია ეკოლოგიური კონსერვაციის გაშუქებისთვის, 1979 (the Edward J. Meeman conservation reporting award from the Scripps Howard Foundation)

 

ვიდეო

 


ჯოშუა ფრიდმანის ვიზიტი საქართველოში 2012წ.


I ვიდეო:
შეხვედრა სტუდენტებთან//ფოტომასალა

II ვიდეო: მრგვალი მაგიდა: ”მედია და არჩევნები”  ჯოშუა ფრიდმანის მონაწილეობით

III ვიდეო: ინტერვიუ თომას ედსალთან (რჩევები ჟურნალისტებს)