ტრენინგები

ტრენინგი ლოპოტაზე

25-27 მარტს (2012) გაიმართა ტრენინგი არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის ეფექტურ მედია-კომუნიკაციაში.

პროექტი განხორციელდა საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის (GIPA), ევროპული ჟურნალისტიკის ცენტრის (EJC), და ტომსონ როიტერის ფონდის (TRF) პროექტ: ”ფინანსები და გამჭვირვალობა — ახალი მიდგომები ქართულ ჟურნალისტიკაში” ფარგლებში.კურსს უძღვებოდა ტომსონ როიტერის ფონდის ინსტრუქტორი ლიზა ესექსი.ტრენინგი გაიმართა ლოპოტას სასტუმროთა კომპლექსში.

იხილეთ:  ფოტოები ვიდეო 1 ვიდეო 2

—————————————————————————————————————————————————

ჟურნალისტები კორუფციისა და ეკონომიკური დანაშაულის  წინააღმდეგ

საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტი, ჟურნალისტიკისა და მედია მენეჯმენტის კავკასიური სკოლა,  ტომსონ როიტერის ფონდი და ევროპელ ჟურნალისტთა ცენტრი, ჰოლანდიის საგარეო საქმეთა სამინისტროს ხელშეწყობით ჩატარდა ერთკვირიანი ტრენინგი საგამომძიებო ჟურნალისტიკაში.

ტრენინგი ჩატარდა საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტში. ტრენინგის პირველი კვირა (24 ოქტ–28 ოქტ) მიეძღვნა ეკონიმიკური საკითხების გაშუქებასა და რეპორტინგის ვიზუალურ მხარეს, ხოლო მეორე კვირა (31 ოქტ–4 ნოე) ეძღვნებოდა, როგორც ეკონომიკას ასევე საგამოძიებო სტატიის ან სიუჟეტის მომზადების მეთოდიკას. ტრენინგის ფარგლებში ბიზნესისა და ეკონიმისი საკითხების გასაშუქებლად ტომსონ როიტერის ფონდიდან მოწვეული იყო ლიზა ესექსი. მასთან ერთად სასწავლო კურსში მონაჭილეობა მიიღეს ნინო ივანიშვილმა (I კვირა) და აკაკი გოგიჩაიშვილმა (II კვირა).

ორი კვირის განმავლობაში 20 სხვადასხვა მედია ოგანიზაციიდან სულ 29 ადამიანმა მონაწილეობა მიიღო ტრენინგის მსვლელობაში. მონაწილე ჟურნალისტები წარმოადგენდნე როგორც რეგიონულ მედიას ასევე თბილისს.  კურსის მონეწილეტაგან 10 ჟურნალისტი წარმოადგენდა ტელევიზას, 4 რადიო სადგურს დანარჩენები კი პრესასა და მულტიმედია ორგანიზაციებს.

იხილეთ ტრენინგის ამსახველი სლაიდ-შოუ