საჯარო ინფორმაციის გამოთხოვნა ელექტრონულადაც შეიძლება

#219 2013 წლის 26 აგვისტო ქ. თბილისი
საჯარო ინფორმაციის ელექტრონული ფორმით მოთხოვნისა და პროაქტიულად გამოქვეყნების შესახებ


მუხლი 1. მოქმედების სფერო
1. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 28-ე მუხ-ლის მე-2 ნაწილისა და 37-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, ეს დად-გენილება განსაზღვრავს საჯარო ინფორმაციის პროაქტიულად გამოქვეყ-ნების სტანდარტს, საჯარო ინფორმაციის ელექტრონული ფორმით მოთ-ხოვნის წესსა და პროაქტიულად გამოსაქვეყნებელი საჯარო ინფორმაცი-ის ნუსხას (შემდგომში − „ნუსხა“).
2. ამ დადგენილების მოქმედება ვრცელდება საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 28-ე მუხლის პირველი ნაწილით განსაზ-ღვრულ საჯარო ინფორმაციაზე.
3. ამ დადგენილების მოქმედება ვრცელდება შემდეგ ადმინისტ-რაციულ ორგანოებზე:
ა) საქართველოს მთავრობის კანცელარია;
ბ) საქართველოს სამინისტრო;
გ) საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატი;
დ) სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება;
2
ე) საქართველოს სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმე-დი და საქართველოს სახელმწიფო მინისტრის სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირი;
ვ) საქართველოს მთავრობის უშუალო დაქვემდებარებაში არ-სებული აღმასრულებელი ხელისუფლების სპეციალური დანიშნულების გასამხედროებული დაწესებულება.
მუხლი 2. საჯარო ინფორმაციის პროაქტიულად გამოქვეყნება
1. ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია, უზრუნველყოს ამ დადგენილების დანართით გათვალისწინებული საჯარო ინფორმაციის პროაქტიულად გამოქვეყნება საკუთარ (შესაბამის) ელექტრონულ რესუ-რსზე.
2. ამ დადგენილების მე-7 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინე-ბულ და დანართში მოცემულ ინფორმაციასთან ერთად ადმინისტრა-ციული ორგანო უფლებამოსილია, საკუთარი საქმიანობისა და კომპეტენ-ციის ფარგლებში დამატებით პროაქტიულად გამოაქვეყნოს საზოგადოებ-რივი ინტერესის შემცველი სხვა საჯარო ინფორმაცია.
3. პროაქტიულად გამოქვეყნებული საჯარო ინფორმაცია ღიაა და თანაბრად ხელმისაწვდომი ნებისმიერი პირისათვის. დაუშვებელია პრო-აქტიულად გამოქვეყნებული საჯარო ინფორმაციის მიღებაზე საფასურის ან სხვა რაიმე შეზღუდვების დადგენა, გარდა კანონით გათვალისწინე-ბული შემთხვევებისა.
4. საჯარო ინფორმაციის პროაქტიულად გამოქვეყნება ადმინისტრა-ციულ ორგანოს არ ათავისუფლებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრა-ციული კოდექსით დადგენილი წესით იმავე ან სხვა საჯარო ინფორმა-ციის გაცემის ვალდებულებისგან.
მუხლი 3. საჯარო ინფორმაციის პროაქტიულად გამოქვეყნების სტანდარტი
3
1. ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია, უზრუნველყოს ელე-ქტრონულად გამოქვეყნებული ინფორმაციის სიზუსტე, ნამდვილობა და პერიოდული განახლება. პროაქტიულად გამოქვეყნებული ინფორმაციის განახლებისას უნდა მიეთითოს განახლების თარიღი.
2. საჯარო ინფორმაცია ელექტრონულ რესურსზე უნდა განთავსდეს იმგვარად, რომ შესაძლებელი იყოს განთავსებული ინფორმაციის ჩამოტ-ვირთვა, ბეჭდვა და კოპირება ინფორმაციის დაკარგვის ან/და დაზიანე-ბის გარეშე.
მუხლი 4. საჯარო ინფორმაციის ელექტრონული ფორმით მოთხოვნის წესი
1. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 37-ე მუხ-ლის შესაბამისად, საჯარო ინფორმაციის მოთხოვნა შესაძლებელია ელექ-ტრონული ფორმით, ელექტრონული რესურსის საშუალებით.
2. ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია, უზრუნველყოს საჯა-რო ინფორმაციის ელექტრონული ფორმით მოთხოვნის შესაძლებლობა, საჯარო ინფორმაციის მოთხოვნის რეგისტრაცია და ინფორმაციის ელექ-ტრონული მოთხოვნის რეგისტრაციის ავტომატური დადასტურების სის-ტემის არსებობა.
3. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-40 მუხ-ლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ვადის ათვლა დაიწყება ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ინფორმაციის ელექტრონულად მოთ-ხოვნის რეგისტრაციის დადასტურებიდან, საჯარო ინფორმაციის მოთ-ხოვნის სარეგისტრაციო ნომრის მითითებით, მომდევნო სამუშაო დღეს.
4. საჯარო ინფორმაციის ელექტრონულად გაცემაზე ვრცელდება საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსითა და ამ დადგე-ნილების მე-3 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული მოთხოვნები.
მუხლი 5. საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნ-ველყოფაზე პასუხისმგებელი პირი (პირები)
4
ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია, განსაზღვროს საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფაზე, მათ შორის, საჯა-რო ინფორმაციის ელექტრონული ფორმით გაცემასა და პროაქტიულად გამოქვეყნებაზე პასუხისმგებელი პირი (პირები).
მუხლი 6. საჯარო ინფორმაციის გვერდი
1. ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია, უზრუნველყოს საკუ-თარ (შესაბამის) ელექტრონულ რესურსზე საჯარო ინფორმაციის გვერ-დის არსებობა.
2. ამ დადგენილების დანართის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული ინფორმაცია უნდა განთავსდეს საჯარო ინფორმაციის გვერდზე.
მუხლი 7. გარდამავალი დებულებები
1. ეს დადგენილება ამოქმედდეს 2013 წლის 1 სექტემბრიდან.
2. ადმინისტრაციულმა ორგანოებმა უზრუნველყონ ამ დადგენილე-ბის დანართით გათვალისწინებული ნუსხით განსაზღვრული ინფორმა-ციის გამოქვეყნება საკუთარ (შესაბამის) ელექტრონულ რესურსზე 2013 წლის 1 სექტემბრიდან 2013 წლის 31 დეკემბრამდე.
3. ინფორმაციის პროაქტიულად გამოქვეყნების ვალდებულება ვრცელდება ამ დადგენილების დანართით გათვალისწინებულ ინფორ-მაციაზე, რომელიც შექმნილია 2013 წლის 1 იანვრის შემდეგ.
პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი
5
საქართველოს მთავრობის
2013 წლის 26 აგვისტოს
#219 დადგენილების
დანართი
პროაქტიულად გამოსაქვეყნებელი ინფორმაციის ნუსხა
1. ზოგადი ინფორმაცია ადმინისტრაციული ორგანოს შესახებ

ინფორმაციის დასახელება
განახლების ვადები
1.1
ადმინისტრაციული ორგანოს სტრუქტურა და ფუნქცი-ების აღწერა
განახლებადია ცვლილების შემთხვევაში
1.2
ადმინისტრაციული ორგანოსა და მისი სტრუქტურუ-ლი ერთეულების/ტერიტორიული ორგანოების საქმია-ნობის მარეგულირებელი სამართლებრივი აქტები (დე-ბულება/წესდება, შინაგანაწესი)
განახლებადია ცვლილების შემთხვევაში
1.3
ადმინისტრაციული ორგანოს საქმიანობის შესახებ წლიური ანგარიში
ქვეყნდება ყოველწლიურად
1.4
ადმინისტრაციული ორგანოს მიერ შემუშავებული სტრატეგიები, კონცეფციები და სამოქმედო გეგმები
განახლებადია ცვლილების შემთხვევაში
1.5
ადმინისტრაციული ორგანოს ხელმძღვანელის, მოად-გილეების, სტრუქტურული ერთეულების/ტერიტო-რიული ორგანოების ხელმძღვანელების (საჯარო სამა-რთლის იურიდიული პირების შემთხვევაში − მათი ხე-ლმძღვანელებისა და მოადგილეების) შესახებ ინფორ-მაცია: სახელი, გვარი, ფოტოსურათი, ბიოგრაფიული მონაცემები
განახლებადია ცვლილების შემთხვევაში
1.6
ადმინისტრაციული ორგანოსა და მისი სტრუქტურუ-ლი ერთეულების/ტერიტორიული ორგანოების მისამა-რთი, ელექტრონული ფოსტის მისამართი და ტელეფო-ნის ნომერი, საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსა-ხურის ტელეფონის ნომერი, ელექტრონული ფოსტის მისამართი, ფაქსის ნომერი, ცხელი ხაზის ნომერი
განახლებადია ცვლილების შემთხვევაში
2. საჯარო ინფორმაციის გვერდი
2.1
საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნ-ველყოფაზე პასუხისმგებელი პირის (პირების) სახელი, გვარი, თანამდებობა, სამსახურის ელექტრონული ფო-სტა, სამსახურის ტელეფონისა და ფაქსის ნომრები
განახლებადია ცვლილების შემთხვევაში
2.2
საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობასთან დაკავ-შირებული სამართლებრივი აქტები
განახლებადია ცვლილების შემთხვევაში
6
2.3
ადმინისტრაციული საჩივრის ფორმები/ნიმუშები და ინფორმაცია გასაჩივრების წესის შესახებ
განახლებადია ცვლილების შემთხვევაში
2.4
ადმინისტრაციული ორგანოს მიერ საქართველოს პრე-ზიდენტისა და პარლამენტისათვის წარდგენილი სა-ქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 49-ე მუხლით გათვალისწინებული ყოველწლიური ან-გარიში
ქვეყნდება ყოველწლიურად
2.5
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 37-ე და მე-40 მუხლების შესაბამისად განცხადებების შესახებ ზოგადი სტატისტიკა
ქვეყნდება კვარტალურად
3. ინფორმაცია ადმინისტრაციული ორგანოს საკადრო უზრუნველყოფის შესახებ
3.1
ადმინისტრაციულ ორგანოში გამოცხადებული ვაკან-ტური პოზიციების ჩამონათვალი, კონკურსის შედე-გები (მხოლოდ კონკურსში გამარჯვებულ პირთა ვინა-ობა), კონკურსის შედეგების გასაჩივრების წესი და პროცედურა
განახლებადია ცვლილების შემთხვევაში
3.2
ნორმატიული აქტები, რომლებიც განსაზღვრავს ადმი-ნისტრაციულ ორგანოში კონკურსის ჩატარების წესებს
განახლებადია ცვლილების შემთხვევაში
3.3
ადმინისტრაციულ ორგანოში დასაქმებულ პირთა ოდენობა კატეგორიების მითითებით, აგრეთვე გენდე-რულ ჭრილში
ქვეყნდება კვარტალურად
4. ინფორმაცია ადმინისტრაციული ორგანოს მიერ განხორციელებული სახელმწიფო შესყიდვების და სახელმწიფო ქონების პრივატიზების შესახებ
4.1
სახელმწიფო შესყიდვების წლიური გეგმა
ქვეყნდება კვარტალურად
4.2
ადმინისტრაციული ორგანოს მიერ სახელმწიფო შეს-ყიდვების წლიური გეგმის ფარგლებში განხორციელე-ბული სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ინფორმაცია მიმწოდებლის, შესყიდვის ობიექტის, შესყიდვის საშუ-ალების, ხელშეკრულების ღირებულებისა და გადარი-ცხული თანხების მითითებით
ქვეყნდება კვარტალურად
4.3
ინფორმაცია სახელმწიფო ქონების გასხვისებისა და სარგებლობაში გადაცემის შესახებ
ქვეყნდება კვარტალურად
4.4
რეკლამის განთავსებაზე გაწეული ხარჯები
ქვეყნდება კვარტალურად
5. ინფორმაცია ადმინისტრაციული ორგანოს დაფინანსებისა და ხარჯთაღრიცხვის შესახებ
5.1
ადმინისტრაციული ორგანოს დამტკიცებული და და-ზუსტებული ბიუჯეტები
ქვეყნდება კვარტალურად
5.2
ბიუჯეტის შესრულების შესახებ ინფორმაცია (ნაზარ-
ქვეყნდება კვარტალურად
7
დი ჯამით)
და ყოველწლიურად
5.3
ინფორმაცია გაცემული სარგოს, დანამატებისა და პრე-მიების კვარტალური ოდენობების შესახებ თანამდებო-ბის პირებზე (ჯამურად) და სხვა თანამშრომლებზე (ჯამურად)
ქვეყნდება კვარტალურად
5.4
ინფორმაცია ოფიციალურ და სამუშაო ვიზიტებზე გა-წეული სამივლინებო ხარჯების შესახებ თანამდებო-ბის პირებზე (ჯამურად) და სხვა თანამშრომლებზე (ჯამურად) (ცალ-ცალკე ქვეყნის შიგნით და ქვეყნის გა-რეთ განხორციელებული მივლინებების მიხედვით)
ქვეყნდება კვარტალურად
5.5
ადმინისტრაციული ორგანოს ბალანსზე რიცხული ავ-ტოსატრანსპორტო საშუალებების ჩამონათვალი მოდე-ლის მითითებით
ქვეყნდება ყოველწლიურად
5.6
ინფორმაცია საწვავის მოხმარებაზე გაწეული ხარჯის შესახებ ჯამურად
ქვეყნდება ყოველწლიურად
5.7
ავტოსატრანსპორტო საშუალებების ტექნიკურ მომსა-ხურებაზე გაწეული ხარჯების შესახებ ინფორმაცია ჯამურად
ქვეყნდება ყოველწლიურად
5.8
ადმინისტრაციული ორგანოს ბალანსზე რიცხული უძრავი ქონების ჩამონათვალი
ქვეყნდება ყოველწლიურად
5.9
ინფორმაცია განხორციელებულ სატელეფონო საუბ-რებზე (საერთაშორისო და ადგილობრივი ზარები) გა-წეული სატელეკომუნიკაციო ხარჯების შესახებ ჯამუ-რად
ქვეყნდება ყოველწლიურად
5.10
უცხო სახელმწიფოთა მთავრობების, საერთაშორისო ორგანიზაციების, სხვა დონის სახელმწიფო ერთეულე-ბის მიერ ადმინისტრაციული ორგანოსათვის გამოყო-ფილი ფინანსური დახმარების (გრანტები, კრედიტები) შესახებ ინფორმაცია
ქვეყნდება ყოველწლიურად
5.11
ინფორმაცია ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გაცე-მული გრანტების შესახებ, მათ შორის, გრანტის მიმ-ღები, მიზნობრიობა, გრანტის მოცულობა და გადარიც-ხული ოდენობა
ქვეყნდება ყოველწლიურად
5.12
საქართველოს საბიუჯეტო კოდექსით გათვალისწინე-ბული ფონდებიდან ადმინისტრაციული ორგანოსა-თვის გამოყოფილი თანხების შესახებ ინფორმაცია
ქვეყნდება კვარტალურად
5.13
სამართლებრივი აქტები საქართველოს საბიუჯეტო კო-
ქვეყნდება აქტის მიმღები
8
დექსით გათვალისწინებული ფონდებიდან ადმინისტ-რაციული ორგანოსათვის გამოყოფილი თანხების შე-სახებ
ორგანოს მიერ ძალაში შესვ-ლიდან 10 დღეში
6. სამართლებრივი აქტები
6.1
ნორმატიული აქტები, რომლებიც უშუალოდ არის დაკავშირებული ადმინისტრაციული ორგანოს საქმი-ანობასთან
ქვეყნდება ძალაში შესვლი-დან 10 დღეში
6.2
ინდივიდუალური სამართლებრივი აქტები, რომლე-ბიც, ადმინისტრაციული ორგანოს შეფასებით, საზო-გადოებრივი ინტერესის შემცველია
ქვეყნდება ძალაში შესვლი-დან 10 დღეში
7. სხვა საჯარო ინფორმაცია
7.1
ადმინისტრაციული ორგანოს სერვისების შესახებ ინფორმაცია
განახლებადია ცვლილების შემთხვევაში
7.2
ინფორმაცია იმ მოსაკრებლების, ტარიფებისა და საფა-სურების შესახებ, რომლებიც დადგენილია ან/და რო-მელთა გადახდევინებაც ხდება ადმინისტრაციული ორგანოს მიერ
განახლებადია ცვლილების შემთხვევაში
შენიშვნა 1. ნუსხის მიზნებისათვის „თანამდებობის პირი“ გულის-ხმობს „საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფ-ციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლით განსაზღვრულ პი-რებს.
შენიშვნა 2. კვარტალურად გამოსაქვეყნებელი ინფორმაცია ქვეყ-ნდება კვარტლის დასრულებიდან 1 თვის განმავლობაში, ხოლო ყოველ-წლიურად გამოსაქვეყნებელი ინფორმაცია − წლის დასრულებიდან 3 თვის განმავლობაში, თუ საქართველოს კანონმდებლობით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
შენიშვნა 3. დადგენილებით გათვალისწინებული პროაქტიულად გამოქვეყნების ვალდებულება არ ვრცელდება იმ კატეგორიის ინფორ-მაციაზე, რომელიც, ადმინისტრაციული ორგანოს შეფასებით, დაკავში-რებულია ან შეიძლება იყოს დაკავშირებული ოპერატიულ-სამძებრო საქ-მიანობასთან, სისხლისსამართლებრივ დევნასა და სისხლის სამართლის
9
საქმის წარმოებასთან, ასევე, სახელმწიფო უსაფრთხოებასა და/ან თავდა-ცვასთან.
შენიშვნა 4. თუ დადგენილებით გათვალისწინებული საჯარო ინ-ფორმაციის განახლება დაკავშირებულია შესაბამის ნორმატიულ აქტში ცვლილების შეტანასთან, ინფორმაცია უნდა განახლდეს ცვლილების ძა-ლაში შესვლიდან 10 დღეში.