ლიზა ესექსი
ლიზა ესექსს ჟურნალისტობის 20 წლიანი გამოცდილება აქვს. მუშაობდა სხვადასხვა წამყვან მედია ორგანიზაციებში, მაგალითად: Reuters და Bloomberg Business News. მრავალფეროვანი კარიერის განმავლობაში ლიზა აშუქებდა ნავთობის საკითხებს, იყო რადიოწამყვანი, სატელევიზიო ბიუროს ხელმძღვანელი და ტრენინგის რედაქტორი. სპეციალიზებულია საკითხებზე: ჯანდავა, ფინანსური და ბიზნესის ახალი ამბები, სატელევიზიო მაუწყებლობა, ენერგეტიკის საკითხების გაშუქება და ჟურნალისტთა ტრენინგი. ჟურნალისტთა ტრენინგის ორი ათეული წლის გამოცდილებით ლიზამ ტომსონ როიტერის ფონდის ტრენერთა საწვრთნელი სქემა შეიმუშავა და 6 წლის განმავლობაში Reuters Graduate Trainee სქემას ხელმძღვანელობდა. იგი არასამთავრობო ორგანიზაციების, ფონდებისა და მედია ორგანიზაციების ტრენერებს 20-მდე ქვეყანაში ატრენინგებდა.
მისი ტრენინგების წარმატებული კურსდამთავრებულები არიან სხვადასხვა რეგიონიდან: აფრიკიდან, აღმოსავლეთ ევროპიდან, სამხრეთ ამერიკიდან და შუა აღმოსავლეთიდან.
ლიზამ ასევე დაამუშავა და დანერგა Financial Times Graduate Training სქემა. მისი ჟურნალისტიკაში ყოფნის პერიოდი მოიცავს იმ დღს, როდესაც ნიუ-იუორკში მსოფლიო სავაჭრო ცენტრზე თავდასხმა განხორციელდა. ლიზა ესექსი დავოსის (შვეიცარია) მსოფლიო-ეკომონიკური ფორუმის მსვლელობისას პირდაპირ ეთერზე მომუშავე ადგილზე პროდიუსერი იყო, ასევე მან პირველმა გამოავლინა დიდი ბრიტანეთის მაშინდელი პრემიერ-მინისტრის ტონი ბლერის ”თაფლობის თვის პერიოდის” დასასრული.
ლიზა დამოუკიდებელი ჟურნალისტია, არის რედაქტორი და ტრენერი, ცხოვრობს ლონდონში მეუღლესა და ორ შვილთან ერთად.