დეტექტორის გამოყენება

Google-ის მეშვეობით ჟურნალისტი ადვილად პოულობს ცნობილი პოლიტიკოსებისა და ბიზნესმენების ფოტებსა და ბიოგრაფიებს, მაგრამ სერიოზული რეპორტაჟის მოსამზადებლად მეტი ინფორმაციის შეგროვებაა საჭირო. ვინ არიან მისი ოჯახის წევრები, კლასელები, ბიზნესპარტნიორები და სხვა. სხვადასხვა რეესტრებში უნდა გადაამოწმოთ მასზე და მის ახლობლებზე დარეგისტრირებული უძრავი ქონება. ეს ყველაფერი საჯაროა, მაგრამ საძიებლად თქვენ საწყისი წერტილი გჭირდებათ. ეს საწყისი წერტილი პიროვნების პირადი ნომერია, რომლის იდენტიფიცირებისთვისაც ზოგჯერ საკმაოდ ბევრი დრო გეხარჯებათ. უფრო ხშირად კი ეს დრო არ გაქვთ.

”ინტერესთა კონფლიქტის დეტექტორი” ამ ამოცანას გაგიმარტივებთ.

მაგალითად, თუ თქვენ გაინტერესებთ განათლების მინისტრის (ყოფილი), გიორგი მარგველაშვილის შესახებ ინფორმაციის მოძიება.

შედით დეტექტორში: kavshirebi.ge

1. გამოჩნდება ორი საძიებო ველი. ზედა ველი პიროვნებებს ეძებს , ქვედა კი კომპანიებს.

რადგან პიროვნების პირად ნომერს ვეძებთ , ზედა ველში დაიწყეთ გვარის შეყვანა. მაგ: ”მარგველაშვილი”

თუკი ამ პიროვნების შესახებ ბაზაში მონაცემები არსებობს, გვარის რამდენიმე ასოს შეყვანის შემდეგ, ბაზა მის გვარსა და სახელს ამოაგდებს და დაბადების თარიღს. გვარის შეყვანისას, რაც უფრო მეტ სიმბოლოს ჩაწერთ საძიებო ველში მით უფრო მიუახლოვდებით თქვენი ძიების ობიექტს. ხშირად  თითქმის იდენტური ჩანაწერი შეგხვდებათ, როდესაც გვარ-სახელი მეორდება, ამ შემთხვევაში ყურადღება დაბადების თარიღს მიაქციეთ, რომელიც ფრჩხილებშია მითითებული. ჩვენს შემთხვევაში, ბაზაში მხოლოდ ერთი მარგველაშვილი გიორგი არსებობს. იგი საძიებო ველის ქვემოთ სახელის პირველი ასოს ჩაწერის შემდეგ ჩნდება და კურსორის მიტანისას ლურჯდება:

ჩანაწერი მასზე დაწკაპუნებით უნდა აირჩიოთ :

საძიებო ველის ქვემოთ პიროვნების ანკეტა გამოჩნდება:

ფოტოს მეშვეობით დარწმუნდებით, რომ ეს ნამდვილად ის გიორგი მარგველაშვილია, რომელიც თქვენ გაინტრესებთ (შესაძლოა ფოტო არც ერთვოდეს ჩანაწერს). აქვეა მისი პირადი ნომერი, რომელიც საჯარო წყაროებიდანაა მოპოვებული და დადასტურებული.

ქვემოთ დამატებით ინფორმაციას ნახავთ: დაბადების ადგილს, რეგისტრაციის მისამართს, საჯარო სექტორის სამსახუროებრივ ინფორმაციას და სხვა ანკეტურ მონაცემებს:

ამის შემდეგ შეგიძლიათ ძიება გააღრმავოთ და ყოფილი განათლების მინისტრის სოციალური და ბიზნესკავშირები შეისწავლოთ.

3. ძიების ობიექტის არჩევის შემდეგ, პირადი ნომრის ქვევით დეტექტორის მთავარ ფუნქციურ ღილაკს ვხედავთ: კავშირის დადგენა, რომელიც ქვემოთ მოყვანილ ფოოტოზე ლურჯადაა შემოხაზული.

ღილაკს რამდენიმე ფუნქცია აქვს. მას შეუძლია ან პიროვნების პირადი მონაცემები დაგანახოთ, ან მისი სხვა პიროვნებებთან და კომპანიებთნ კავშირები მოგიძებნოთ. ფუნქციის ამოსარჩევად სურათზე მწვანედ შემოხაზულ ღილაკს დააჭირეთ:

I) იმ შემთხვევაში, თუ კონკრეტულ პიროვნებასა და გიორგი მარგველაშვილს შორის კავშირის დადგენა გსურთ, აირჩიეთ ფუნქცია: ერთ პიროვნებასთან (გამოჩნდება დამატებითი ველი, შეიყვანეთ გვარ-სახელი ზემოთ განმარტებული მეთოდით).

II) თუ აირჩევთ ”ყველა პიროვნებასა და კომპანიას” შედეგად, დეტექტორი მოძებნის ბაზაში დაფიქსირებულ ყველა კავშირს.

III) იმ შემთხვევაში თუ აირჩევთ - ერთ კომპანიასთან – დამატებით ველში, შეიყვანეთ დასახელება და თუ ბაზაში ასეთი კომპანია არსებობს, ამოირჩიეთ შემოთავაზებული ჩამონათვალიდან. გაითვალისწინეთ, რომ შესაძლოა კომპანიები ბაზაში ლათინური ასოებითაც იყოს დამახსოვრებული.

IV) ყველა კომპანია – მოძებნის არჩეულ პიროვნებასთან ბაზაში დაკავშირებულ ყველა კომპანიას.