GIPA-ფრიდმანის პრიზი 2017

Written by Lasha on May 13, 2017 in - კომენტარები გამორთულია

საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტი (GIPA) აცხადებს კონკურსს  ჯოშუა ფრიდმანისა და GIPA-ს სახელობის ჯილდოს მოსაპოვებლად ჟურნალისტიკაში საუკეთესო საგამოძიებო და სიღრმისეული ნამუშევრის გამოსავლენად.

საკონკურსო ნაშრომი გამოქვეყნებული უნდა იყოს 2016 წლის 20 მაისიდან 2017 წლის 1 ივნისამდე. შემოსულ მასალებს განიხილავს ჟიური, რომელშიც წარმოდგენილნი იქნებიან, როგორც მედია საშუალებების,  ისე  აკადემიური სფეროს წარმომადგენლები.

შემოსული საკონკურსო მასალები

საპრიზო ფონდი  შეადგენს 1500 ევროს.  საკონკურსო ნამუშევრების წარმოდგენის ბოლო ვადაა 1 ივნისი.

განაცხადის ფორმა

მისამართი:მარი ბროსეს #2, მესამე სართული. თბილისი, საქართველო

საკონტაქტო  პირი:

თიკო ცომაია

ტელ:  599502446

t.tsomaia@gipa.ge

შეფასებისას გათვალისწინებული იქნება: სამართლიანობის, დაბალანსების, წყაროთა სიმრავლისა და ნეიტრალური ენის გამოყენების პრინციპები. პროექტის თემა ქვეყნისათვის მნიშვნელოვან საკითხზე უნდა იყოს, რაც ეხება და აღელვებს საზოგადოებას და მის  სხვადასხვა ჯგუფებს. ნაშრომში  ასახული  უნდა იყოს თუ რა გავლენა იქონია ამ კონკრეტულმა საკითხმა ხალხზე, ნაშრომი უნდა საუბრობდეს პრობლემასა და უსამართლობაზე პირდაპირი და გასაგები ენით, ამასთანავე,  განვითარებული მოვლენები ისე უნდა იყოს წარმოდგენილი, რომ მიიზიდოს მკითხველი, მსმენელი და  მაყურებელი; ნაშრომში დემონსტრირებული უნდა იყოს ავტორის კვლევის, ანალიზის და  ინტერვიუს აღების უნარები;  პროექტში წარმოდგენილი უნდა იყვნენ, როგორც  ის პირები, რომლებსაც შეეხოთ პრობლემა, ასევე ისინიც, ვინც პასუხისმგებლები არიან მათ გადაწყვეტაზე.

პროექტი ხორციელდება  საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის მიერ.  დაფინანსებულია საქართველოში აშშ-ის საელჩოს დემოკრატიის ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში.

გთხოვთ საბუთები და საკონკურსო მასალა წარმოადგინოთ GIPA-ს ჟურნალისტიკისა და მედია მენეჯმენტის კავკასიურ სკოლაში.

GIPA-ფრიდმანის პრიზი საუკეთესო საგამოძიებო და სიღრმისეული ჟურნალისტიკის ნამუშევრების ავტორებს 2012 წლიდან გადაეცემათ. ჯიპას ჟურნალისტიკის სკოლამ პრიზი საქართველოში 2012 წელს დააარსა საგამოძიებო ჟურნალისტიკის წასახალისებლად

 

 

 

 

 

About the Author

Comments are closed.