ჯოშუა ფრიდმანის და GIPA-ს პრიზი საუკეთესო ჟურნალისტური ნაშრომისათვის 2016

Written by Lasha on May 29, 2015 in - კომენტარები გამორთულია

ჯოშუა ფრიდმანის და GIPA-ს პრიზი საუკეთესო ჟურნალისტური ნაშრომისათვის 2016

საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტი (GIPA) ევროპული ჟურნალისტიკის ცენტრის (EJC) მხარდაჭერით აცხადებს კონკურსს GIPA-Friedman-ის  პრიზის ჯილდოს მოსაპოვებლად ჟურნალისტიკაში.

საკონკურსო ნაშრომი გამოქვეყნებული უნდა იყოს 2015 წლის 20 მაისიდან 2016 წლის 30 მაისამდე.

საპრიზო ფონდი შეადგენს 1500 ევროს. საკონკურსო ნამუშევრების წარმოდგენის ბოლო ვადაა 5 ივნისი

გამარჯვებულს პრიზს ჟურნალისტების საერთაშორისო კონფერენციაზე პულიცერის პრემიის მფლობელი ჯოშ ფრიდმანი გადასცემს.

შეფასებისას გათვალისწინებული იქნება: სამართლიანობის, დაბალანსების, წყაროთა სიმრავლისა და ნეიტრალური ენის გამოყენების პრინციპები. პროექტის თემა ქვეყნისათვის მნიშვნელოვან საკითხზე უნდა იყოს, რაც ეხება და აღელვებს საზოგადოებას და მის სხვადასხვა ჯგუფებს. ნაშრომში ასახული უნდა იყოს თუ რა გავლენა იქონია ამ კონკრეტულმა საკითხმა ხალხზე, ნაშრომი უნდა საუბრობდეს პრობლემასა და უსამართლობაზე პირდაპირი და გასაგები ენით, ამასთანავე, განვითარებული მოვლენები ისე უნდა იყოს წარმოდგენილი, რომ მიიზიდოს მკითხველი, მსმენელი და მაყურებელი; ნაშრომში დემონსტრირებული უნდა იყოს ავტორის კვლევის, ანალიზის და ინტერვიუს აღების უნარები; პროექტში წარმოდგენილი უნდა იყვნენ, როგორც ის პირები, რომლებსაც შეეხოთ პრობლემა, ასევე ისინიც, ვინც პასუხისმგებლები არიან მათ გადაწყვეტაზე.

პროექტი ხორციელდება საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის მიერ, ევროპული ჟურნალისტიკის ცენტრის მხარდაჭერით.

გთხოვთ საბუთები და საკონკურსო მასალა წარმოადგინოთ GIPA-ს ჟურნალისტიკისა და მედია მენეჯმენტის კავკასიურ სკოლაში.

იხილეთ განაცხადის ფორმა.

მისამართი: მარი ბროსეს #2, მესამე სართული. თბილისი, საქართველო

საკონტაქტო პირები:

თიკო ცომაია

ნინო მახვილაძე

tsomaiat@gmail.com

n.makhviladze@gipa.ge

tel: 599502446; 599700970

About the Author

Comments are closed.